ჯაბა ჯიღაური: რომის "ლაციო"? დეკემბრის შემდეგ გავიგებთ...

AutoSharing Option
ქართულ სპორტულ მედიაში (allsport.ge) გუშინ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების 24 წლის ნახევარმცველით ჯაბა ჯიღაურით იტალიური სერია A-ს კლუბი რომის "ლაციო" დაინტერესდა, sportall.ge-სთან კომენტარი თავად ფეხბურთელმა გააკეთა.

ჯიღაურმა "ლაციოს" ინტერესის შესახებ ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო.

"რომის "ლაციო"? ჯერ არაფერი ვიცი და ვერაფერს გეტყვით... მე "დინამოს" ფეხბურთელი ვარ, კლუბთან კონტრაქტი კი დეკემბრამდე მაკავშირებს. მომავალში რა და როგორ იქნება, ერთად გავიგებთ...", - თქვა ჯაბამ.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ისეთი სახით იყურება ასიანი ურალში რო გადავა ან კამაზში
beso
14:24 19-09-2016
0
საბოლოოდ გადავა ნაბერეჟნიე ჩელნის კამაზში და ამით დამთავრდება ლაციო და ზღაპრები
kaxa
11:40 18-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული