ზუგდიდის სტადიონი: ჯერ ტრიბუნები...

AutoSharing Option
5 წელია, ზუგდიდი სტადიონის გარეშეა დარჩენილი. ცენტრალური არენა დადიანების სასახლის კომპლექსისა და ტურიზმის მოღონიერების გეგმებს შეეწირა, ისევე, როგორც ბათუმის მშვენიერი სტადიონი.

მას შემდეგ ზუგდიდელები თამაშობდნენ განმუხურში, ლანჩხუთში, სამტრედიაში, ბოლოს კი იმით ამოისუნთქეს, რომ საკუთარ რაიონში, ზემო ეწერში არსებული სტადიონი მოაწესრიგეს და შორს სიარული აღარ უწევთ.

ამასობაში, ზუგდიდის "ენგურქაღალდკომბინატის" ტერიტორიაზე ცენტრალური სტადიონის მშენებლობა გრძელდება და კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, სამუშაოები ურიგო ტემპით არ მიმდინარეობს.

საფეხბურთო არენა 7200 მაყურებელზეა გათვლილი და დღევანდელი მდგომარეობით, ტრიბუნები თანდათან საბოლოო სახეს იძენს. პროექტის
მიხედვით, სტადიონს 10 შესასვლელი ექნება. ცალკეა გათვალისწინებული სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანების მისასვლელები.

ავტობუსების პარკინგი, ქომაგების, გუნდებისა და მედიის კუთხე კი დასავლეთ ტრიბუნასთან განთავსდება, ხოლო ტრიბუნების ქვედა მხარეს განლაგდება გუნდების გასახდელები, სველი წერტილები და მსაჯთა ოთახები, გარეთა მხრიდან კი - მაღაზიები და კვების ობიექტები.

პროექტის თანახმად, ასევე აშენდება სათადარიგო სტადიონი, რომელიც 1224 გულშემატკივარზეა გათვლილი. ძირითად მოედანზე ბუნებრივი საფარი იქნება, ხოლო სათადარიგოზე - ხელოვნური.

პროექტის ღირებულება 20 მილიონი ლარია. მშენებლობა 2017 წლის 30 სექტემბერს უნდა დასრულდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
საკლუბო ფეხბურთს რა ეშვგლება მე არ ვიცი
xxx
09 ოქტომბერი 2016 19:13
0
ყველგან უნდა გაკეთდეს კარგი სტადიონები და ჩემიპოინატის დონეც აიწევს და ნაკრებსაც დაეტყობა. ზოგი სტადიონი ყანასავითაა და იქ როგორ გაიზრდება ბავშვი
imeda
06 ოქტომბერი 2016 20:11
0
ძალიან კარგი,ძალიან კარგი, ზუგდიდი ყოველთვის იყო ნიჭიერი ფეხბურთელების სამჭედლო ეს ქალაქი კარგ სტადიონსა და კარგ გუნდს იმსახურებს აქედან უნდა წამოვიდენ ნიჭიერი ბავშვები მერე ნაკრებებიც იხეირებენ.ეს ერთი და სხვა მრავალი სხვა ქალაქებშიც.
bebeto
06 ოქტომბერი 2016 17:06
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული