მას შემდეგ ზუგდიდელები თამაშობდნენ განმუხურში, ლანჩხუთში, სამტრედიაში, ბოლოს კი იმით ამოისუნთქეს, რომ საკუთარ რაიონში, ზემო ეწერში არსებული სტადიონი მოაწესრიგეს და შორს სიარული აღარ უწევთ.
ამასობაში, ზუგდიდის "ენგურქაღალდკომბინატის" ტერიტორიაზე ცენტრალური სტადიონის მშენებლობა გრძელდება და კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, სამუშაოები ურიგო ტემპით არ მიმდინარეობს.
საფეხბურთო არენა 7200 მაყურებელზეა გათვლილი და დღევანდელი მდგომარეობით, ტრიბუნები თანდათან საბოლოო სახეს იძენს. პროექტის
ავტობუსების პარკინგი, ქომაგების, გუნდებისა და მედიის კუთხე კი დასავლეთ ტრიბუნასთან განთავსდება, ხოლო ტრიბუნების ქვედა მხარეს განლაგდება გუნდების გასახდელები, სველი წერტილები და მსაჯთა ოთახები, გარეთა მხრიდან კი - მაღაზიები და კვების ობიექტები.
პროექტის თანახმად, ასევე აშენდება სათადარიგო სტადიონი, რომელიც 1224 გულშემატკივარზეა გათვლილი. ძირითად მოედანზე ბუნებრივი საფარი იქნება, ხოლო სათადარიგოზე - ხელოვნური.
პროექტის ღირებულება 20 მილიონი ლარია. მშენებლობა 2017 წლის 30 სექტემბერს უნდა დასრულდეს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"