დღეს სფფ-ს აღმასკომია

AutoSharing Option
დღეს 12 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა გაიმართება, სადაც შემდეგი დღის წესრიგი იქნება წარმოდგენილი:

1. სფფ-ის წესდების 68-ე მუხლის მოქმედებაში მოყვანის შესახებ;
2. სფფ-ის წევრებისთვის ყოველწლიური საწევროს შეტანის ოდენობის დადგენის შესახებ;
3. სფფ-ის სპეციალური კომიტეტის შექმნის შესახებ;
4. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წერილის შესახებ;
5. საფეხბურთო კლუბ "ტყიბულის" შესახებ;
6. სხვადასხვა.

ცნობისათვის, ფეხბურთის ფედერაციის 68-ე მუხლში ნათქვამია, რომ სფფ უფლებამოსილია ორგანიზება და კოორდინაცია გაუწიოს მის ტერიტორიაზე გამართულ ოფიციალურ ტურნირებს -
საქართველოს ჩემპიონატს ყველა ლიგაში, საქართველოს თასსა და ახალგაზრდულ შეჯიბრებებს.

საინტერესოა აღმასკომის დღის წესრიგის მეორე პუნქტით გათვალისწინებული თემა. ვნახოთ, უცვლელი დარჩება თუ შეიცვლება პროფესიული ფეხბურთის ლიგის მიერ დადგენილი საწევრო გადასახადები. მოსალოდნელია, რომ დღევანდელ აღმასკომზე სფფ-სა და "ზესტაფონს" შორის წარმოშობილ დავაზეც იქნება საუბარი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული