"დინამოს" მწვრთნელობის კანდიდატი ვიაჩესლავ გროზნი დღეს სათასო მატჩს დაესწრება

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი ვიაჩესლავ გროზნი დღეს საქართველოს დედაქალაქში "დინამო"-"ლოკომოტივის" სათასო მატჩს დაესწრება, რომელიც "დინამო არენაზე" 17:00 საათზე დაიწყება.

გროზნი მოლაპარაკებებს გამართავს "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიასთან და კლუბის სხვა ხელმძღვანელებთან, თუმცა ამ მომენტისთვის მთავარ მწვრთნელად მისი დანიშვნა გადაწყვეტილი არ არის.

60 წლის უკრაინელი მწვრთნელი ბოლოს უკრაინულ "ჰოვერლას" წვრთნიდა, სხვადასხვა დროს კი ხელმძღვანელობდა "ნივას", "დნიპროს", "სპარტაკს", "ლევსკის", კიევის "არსენალს", ზაპოროჟიეს "მეტალურგს", "ტერეკსა" და "ტობოლს".

შეგახსენებთ, რომ "დინამოს" მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ამჟამად თამაზ სამხარაძე ასრულებს. ვაკანტურ თანამდებობაზე რამდენიმე სპეციალისტის კანდიდატურა
განიხილება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ამ მწვრთნელობის კანდიდატის ბოლო წლის შედეგებს გადახედეთ თუ შეიძლება ჰოვერლაში, სამარცხვინოა... თვითონ კლუბი მემგონი საერთოდ აღარ არსებობს.flashscore-ზე ძლივს იძებნება კლუბი search-ით. "Hoverla"
soso_dinamo
19 ოქტომბერი 2016 20:41
0
მართალია ბავარია, ყური უგდეთ.
kaxa
19 ოქტომბერი 2016 15:40
0
ბავარიას ვეთანხმები მწვრნელთან ერთად კარგი სკაუტებია საჭირო გუნდში სხვანაირად გუნდი სატრანსფერო პოლიტიკას ვერ წარმართავს,შეიძლება დინამოსთვის ნორმალური 2-3 ლეგიონერის შერჩევა თანაც ისე რომ მილიონების დახარჯვა არ იქნება საჭირო,მაგალითად სამხრეთ ამერიკიდან შეიძლება ნორმალური ფეხბურთელების ჩამოყვანა დინამოსთვის რომლებიც დინამოს ძალიან გააძლიერებენ.მწვრთნელს რაც შეეხება 3 თვეში გუნდი არ კეთდება როგორი მწვრთნელიც არ უნდა მოიყვანონ,დინამომ გეგმაზომიერად უნდა დაიწყოს განვითარება ყველა მიმართულებით ასეთ შემთხვევაში ექნება გუნდს წარმატებები ევროტურნირებზე.
bebeto
19 ოქტომბერი 2016 14:59
0
რა გაახურე ფიფია ამ უაზრო კანდიდატებით საქმე. მწვრთნელი კი არა პირველ რიგში ნორმალური სკაუტები მოიძიე, კაგავა 300 ათას ევროდ იყიდა დორტმუნდმა და 15 მილიონად გაყიდა, ასეთი მაგალითები უამრავია, ფეხბურთელები შეიძინეთ ნორმალური და შესაბამისი კონტრაქტები გაუფორმეთ, გეგმა დაისახეთ და იმ გეგმას მიჰყევით, რა გახდა ლიგაზე გასვლა. ზაგრებმა უშანსოდ მოგვიგო და ლიგაზე რა? 0 ქულა.
bavaria
19 ოქტომბერი 2016 13:37
0
პატივცემულო "svani". სულ ცოტა ის მაინც უნდა იცოდე, რომ საქართველოს ნაკრებს საუკეთესო შედეგი ჩივაძის მწვრთვნელობის დროს ჰქონდა. U21 ნაკრებიც არ თამაშობდა ურიგოდ და თამაშებიც მოიგო. გუცაევის მწვრთნელობის დროს კი U21 ნაკრები ყველასთან ტოლ-სწორად თამაშობდა. "დინამოში" ნამდვილად არიან ნიჭიერი ახალგაზრდები და მათ ყველაზე მეტად გამოცდილი საამაყო ვეტერანების დარიგება და გაწვრთვნა წაადგებათ. მინდორზე სამუშაოდ კი, ახალგაზრდა თანაშემწეები, რომელთაც ჩივაძე-გუცაევი თავად შეარჩევენ.
tngh
19 ოქტომბერი 2016 13:19
0
PIPIAS PULI MOMCA DA RA GUNDS DAVAKEEBDI VINEEBS NISHNAVS MWVRTNELAD DA RA TRANSPEREBS AKETEBS
kaxa
19 ოქტომბერი 2016 12:46
0
tngh–ს კარგი ფეხბურთელობა კარგ მწვრთნელობას არ ნიშნავს) იცით ეს მაგრამ მაინც წერთ) 21 წლამუდე ჰქონდა ჩაბარებული ჩივაძეს... მერე...?!!))
svani
19 ოქტომბერი 2016 12:41
0
ნუ იგივე შეცდომები... გენში გვაქ მგონი წარსულის გამეორება!)) ესარის ფიფია რომ გვპირდებოდი ცნობილი და ტიტულებიანი მწვრთნელი....?!
svani
19 ოქტომბერი 2016 12:38
0
სამარცხვინო არჩევანია! რა უბედურებაა, შინაურ მღვდელს შენდობა არ ააქვს?! ზუგდიდშიც ჩამოვიდნენ ამას წინად უკრაინელი სპეციალისტები. სად არიან დღეს ისინი ან თითონ ზუგდიდი სადაა?! გამკვირვებია მე ამ ფიფიასი!
არჩილ ხოფერია
19 ოქტომბერი 2016 12:27
0
ერთი ქართველი მწვრთნელიც განთავისუფლდა ახლახან და მწვრთნელობის კანდიდატთა სიაში ხომ არ შეგვეყვანა,ერთხელ ლიგაზე კი ყავს გუნდი გაყვანილი
Soso
19 ოქტომბერი 2016 12:07
0

სიახლეები პოპულარული