13-წლამდე ფეხბურთელთა შორის "რეგიონთა თასის" 2016 წლის გათამაშება დასრულდა

AutoSharing Option
6 ნოემბერს, თელავის გივი ჩოხელის სახელობის სტადიონმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პროექტის "რეგიონთა თასის" ფინალურ დაპირისპირებას უმასპინძლა.

ტურნირის ჩემპიონის გამოსავლენად ერთმანეთს თბილისისა და აჭარის 13-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები გუნდები დაუპირსპირდნენ. დაძაბულ ბრძოლაში თბილისელებმა აჭარლები ანგარიშით 2:1 დაამარცხეს და "რეგიონთა თასის" ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.

შეხვედრას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ესწრებოდა, რომელმაც გუნდებს ჩემპიონატში წარმატებული ასპარეზობა მიულოცა და წინსვლა უსურვა.

"რეგიონთა თასი" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის უახლესი და უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა ფიფაში და დაფინანსება სწორედ მათგან მოვიპოვეთ. ამ პროექტის მთავარი
მიზანი რეგიონებში ბავშვთა ფეხბურთის განვითარება და მთელი ქვეყნის მასშტაბით ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენაა. ეს პროექტი ერთგვარი პლატფორმაა ტალანტების სელექციისთვის", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

ფინალური დაპირსპირების შემდეგ გამარჯვებული გუნდი, ფინალისტი და III-IV ადგილის მფლობელი სამეგრელოსა და აფხაზეთის გუნდები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა დააჯილდოვეს.

13-წლამდელთა "რეგიონთა თასი" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წელს პირველად ჩაატარა და მასში მთელი ქვეყნის მასშტაბით ბავშვთა 16 რეგიონული საფეხბურთო ნაკრები მონაწილეობდა. ახალგაზრდა ფეხბურთელებთან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე 20 მწვრთნელი მუშაობდა, რომელთაც გადამზადების კურსები , საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოწვევით, ფიფას მწვრთნელთა ინსტრუქტორმა - კიმ პაულსენმა ჩაუტარა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
martves chven vugebt diamo batumi da dasavlet saqartveloc chvenia :)
dinamo batumi U-13
11:32 07-11-2016
0
imeretis da dasavlet saqartvelos chempioni 13wlamdelebshi aris martve(qutaisi)
imereli
22:42 06-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული