საფრთხე, რომელმაც საფეხბურთო სამყარო და ქალაქის მოსახლეობა უნდა გააერთიანოს

AutoSharing Option
ბოლო პერიოდში წამოწყებული გაუთავებელი მშენებლობების ფონზე, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ქალაქის გამწვანება, კეთილმოწყობა, სხვადასხვა სკვერისა თუ სპორტული მოედნის გაწყობა. ამ მხრივ, თითქოს, უკეთესობაც შეიმჩნევა და სახელმწიფოს პოლიტიკა შედარებით ლიბერალური გახდა, უკანასკნელ ხანს სტადიონების განადგურება თითქოს შეჩერდა და პირიქით, სპორტული ნაგებობების მოწყობა-აშენებაზე სერიოზული აქცენტიც გაკეთდა.

მით უფრო საკვირველი და შემაშფოთებელია ამბავი, რომელიც ბოლო დღეებში გავრცელდა საზოგადოებაში. "დინამოს" ანდრო ჟორდანიას სახელობის დიღმის ბაზის მიმდებარედ სამი 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყო, რომელიც მომავალში ხელს შეუშლის ბაზის სრულყოფილად ფუნქციონირებას, ბაზისა, რომლის მოედნებზეც წლების განმავლობაში უამრავ
სახელოვან ქართველ ფეხბურთელს უცხოვრია, უვარჯიშია, დაოსტატებულა... ეს ლეგენდარული სპორტსმენები და პიროვნებები დღემდე ითვლებიან საქართველოში გამორჩეულ და სათაყვანებელ ადამიანებად.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამაფრთხილებელი აქცია გამართეს "დინამო თბილისის" გულშემატკივრებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა. აქციის მონაწილეების მოთხოვნით, მშენებლობა უნდა შეჩერდეს, რადგან ამ ადგილზე კორპუსის არსებობა ბაზას დააკარგვინებს რეალურ ფუნქციას, დაარღვევს ფეხბურთელთა დასვენებისა თუ საწვრთნელი პროცესისთვის აუცილებელ სიმყუდროვესა და მიკროკლიმატს.

გარდა ამისა, აბსოლუტურად მოსპობს მომავალში "დინამოს" ბაზის გაფართოების პერსპექტივას. კლუბის პრეზიდენტმა, ბატონმა რომან ფიფიამ, არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, შეისყიდოს აღნიშნული ტერიტორია, ააშენოს იქ თანამედროვე ტიპის სტადიონი და მიმდებარე ტერიტორია სკვერითაც დაამშვენოს.

იმედია, ქალაქ თბილისის მერია, საკრებულო და ის თანამდებობის პირები, რომელთაც ხელეწიფებათ აღნიშნული პრობლემის საერთო საქმისთვის სასიკეთოდ მოგვარება, მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც გაითვალისწინებს არა მხოლოდ იურიდიულ, არამედ მორალურ ფაქტორებსაც.

ადამიანური თვალსაზრისით მიუდგებიან საკითხს და ისტორიის, ადგილობრივი მოსახლეობის, გულშემატკივრებისა და მომალი თაობისთვის სასარგებლო ვერდიქტს გამოიტანენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
ჯერ 1-2 ბაზა და სტადიონი თუ იქნება სამწუხაროდ საქართველოში და მერე იმასაც ებრძვის ვიღაცა ფეხბურთის მოძულე,სტადიონებს და ბაზებს პირიქით უნდა აშენებდნენ, აქ კი უკუღმა ხდება ყველაფერი,ქეცბაიას სიტყვევები მახსენდება რატომ უნდა მოუგოთ ამა თუ იმ გუნდსო რო ამბობდა,მართალი ყოფილა ის კაცი სხვა ქვეყნებში ბაზები და სტადიონები შენდება აქ კი დანგრევით არიან დაკავებული წლების მანძილზე, ასეთ შემთხვევაში მართლა რატო კიარა როგორ უნდა მოუგოთ იმათ,მდინარის ნაპირზე ხო არ უნდა ვავარჯიშოთ და ვათამაშოთ გუნდები ნეტავ.
bebeto
17:09 15-11-2016
0
დინამოს მესვეურები ფეხბურთის
შემოსავლებით, რომ ინახავდნენ
კლუბს, კაი ხნის გაყიდული ექნებოდათ
მოედნები ან თვითონ აიშენებდნენ
კორპუსებს. თამაშს მიხედეთ და თქვენს რეზულტატებს ის ჯობია.
ხალხი ფეხბურთს კარგა ხანია პანაშვიდს ადარებს, თქვენ რომ
კარგი შედეგები გქონდეთ ალბათ,
თბილისის აშენებასაც გააპროტესტებდით.



ვეტერანი
23:53 14-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული