საქართველოს თასი. 1/8-ფინალი: ქუთაისის "ტორპედო" მეოთხედფინალშია

AutoSharing Option
26 აპრილს საქართველოს თასის მერვედფინალური დღის ბოლო მატჩი გაიმართა.

რამაზე შენგელიას სახელობის სტადიონზე ქუთაისი "ტორპედო" "სამტრედიას" შეხვდა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში 56-ე წუთზე გიორგი კუხიანიძემ პენალტით გახსნა. 90-ე წუთზე კი ბექა ტუღუშმა უპირატესობა ორამდე გაზარდა.

შესაბამისად "ტორპედომ" მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ დღეს ასევე მეოთხედფინალში გავიდნენ: თბილისის "დინამო", "შევარდენი" და "ნორჩი დინამო".
მკითხველის კომენტარები / 8 /
ტორპედოს გილოცავთ. უკეთესად ითამაშეთ და მოიგეთ კიდეც, თუმცა პენალტი მაგარი საეჭვო იყო.

გაუშვით სამტრედიას ექვსივე ახალწვეული მის მომყვან მწვრთნელსა და კლუბის პრეზიდენტთან ერთად. მოიყვანეთ სოსიაშვილი მაინც.
სამტრედიაში ხელოვნურად კლავენ ფეხბურთს,რადგან თავმოყვარე ხალხი ასე არ მოექცეოდა ამ ქალაქს.კლუბს საერთოდ არანაირი სისტემა და ხედვა არა აქვს,დარბიან თავმოჭრილი ქათმებივით და ამას ეწოდება მწვრთნელის დავალება და გეგმა? რა ქნან ამ ბიჭებმაც,ხელფასები აქვთ ასაღები და ოჯახები სარჩენი, მწვრთნელთან ურჩობა კი ძვირი ჯდება.
jarji21
22:26 26-04-2017
0
არა რააა ამ ყრუაშვილმმა სადაც დაგვიჭირა იქ დაგვიდო 11მეტრიანი ხან ტყვილი და ხან მართალი,მაგრამ დგეს საეჭვო იყო რაც იქ ვნახეთ.
merqura
23:27 26-04-2017
0

სიახლეები პოპულარული