გიორგი ლორია: შეიძლება ითქვას, რომ მეტოქეს კარგად ვიცნობთ. "დილას" რამდენიმე დღის წინ შევხვდით და რთულ ბრძოლაში მოვუგეთ. ჩვენი ამოცანაა პირველივე შეხვედრაში დამაჯერებლად გავიმარჯვოთ და განმეორებით მატჩს, გორში კომფორტულად შევხვდეთ.
მართალია, ფაქტიურად ყოველ მესამე დღეს გვიწევს თამაში და ცოტა გადაღლილებიც ვართ, რადგან ზედიზედ შორეული გასვლები მოგვიწია, მაგრამ ჩვენ პროფესიონალები
ფეხბურთელების ვალია ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯოთ. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა მიმდინარე სეზონში დუბლის შესრულება შევძლოთ და "დინამოს" გულშემატკივარი გავახაროთ.
fcdinamo.ge