გიორგი ლორია: ფეხბურთელების ვალია ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯოთ

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მეტოქე საქართველოს თასის გათამაშების მერვედფინალში გორის "დილა" იქნება. გორელებს დინამოელები 10 სექტემბერს საქართველოს ჩემპიონატის მე-5 ტურში შეხვდენენ და სტუმრად 2:1 მოიგეს. კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებით "დინამოს" მეკარემ გიორგი ლორიამ კომენტარი გააკეთა.

გიორგი ლორია: შეიძლება ითქვას, რომ მეტოქეს კარგად ვიცნობთ. "დილას" რამდენიმე დღის წინ შევხვდით და რთულ ბრძოლაში მოვუგეთ. ჩვენი ამოცანაა პირველივე შეხვედრაში დამაჯერებლად გავიმარჯვოთ და განმეორებით მატჩს, გორში კომფორტულად შევხვდეთ.

მართალია, ფაქტიურად ყოველ მესამე დღეს გვიწევს თამაში და ცოტა გადაღლილებიც ვართ, რადგან ზედიზედ შორეული გასვლები მოგვიწია, მაგრამ ჩვენ პროფესიონალები
ვართ და საყვარელ საქმეს ვაკეთებთ.

ფეხბურთელების ვალია ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯოთ. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა მიმდინარე სეზონში დუბლის შესრულება შევძლოთ და "დინამოს" გულშემატკივარი გავახაროთ.

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლორი ჯიგარი ხარ ძალიან მაგარი მეკარე ხარ
gigi
11:34 23-09-2011
0
ლორია მეფეა მეფე !
Nerou
01:51 23-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული