მერანი-სპარტაკი 2:0
1:0 ამბროლაძე (11) , ე.გრიგალაშვილი (54)
მერანი(4-1-3-2) სპარტაკი(4-3-2-1)
შეროზია ძაგანია
კაკუშაძე ციმაკურიძე
ჟვანია ტეტუნაშვილი
იობაშვილი დ.ლომაია
სუხიაშილი ბოიომო
დიდავა თ.შონია
მემარნიშვილი თიბილაშვილი
ე.გრიგალაშვილი ვ.კილასონია
ჩალაძე შალამბერიძე
ამბროლაძე ნ.მაისურაძე
ტაპე ზ.მეტრეველი
მწვრთნელი: მწვრთნელი:
ა.ჩხაბერიძე ვ.ხაჩიძე
მერანი
58.ე.გრიგალაშვილი-ჭაფოძე
76.ამბროლაძე-სამადაშვილი
81.ტაპე-ქამუშაძე
სათადარიგოები: ტორაძე,შალიკაშვილი,იატრო,შენგელია
სპარტაკი
35.თ.შონია- რუხაძე
55.რუხაძე-ბუზალაძე
68.ვ.კილასონია-მამუჩიშვილი
სათადარიგოები: დაუშვილი, ბურძენაძე,დეკანოიძე,ქანთარია
გაფრთხილება:ბოიომო (26), ვ.კილასონია (68), ციმაკურიძე (77)
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი (თბილისი)
მეტოქეებმა თავიდანვე დაბალ ტემპში დაიწყეს თამაში, თუმცა, როგორც ყოველთვის, სხვებზე სწრაფად სუხიაშვილი მოძრაობდა და თამაშში ხალისიც შეჰქონდა.
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე საჯარიმოს მისადგომებთან მასპინძელთა მცველები რუხაძეს ეუხეშნენ, ჯარიმა მანვე შეასრულა და მხოლოდ ძელს გამორჩა. საპასუხო შეტევისას ჩინებულად ითამაშა ამბროლაძემ, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებთან მოატყუა სამი მცველი და გადააწოდა ტაპეს, რომლის დარტყმული ბურთი ციმაკურიძეს მოხვდა და კარს გადასცდა. რამდენიმე წუთში მერანელებმა მაინც გაიტანეს, გოლი ელგუჯა გრიგალაშვილმა მიითვალა.
ამის შემდეგ სტუმრებიც გააქტიურდნენ და ჯერ შეროზიამ თიბილაშვილის შორეული დარტყმა მოიგერია, შემდეგ კი, 61-ე წუთზე მეტრეველსა და კილასონიას ჰქონდათ რეალური საგოლე შანსი. მეტად დამაჯერებელი იყო მარტვილელთა ახალგაზრდა მეკარე ჯონი შეროზია, რომელიც ბოლოხანს სტაბილურად თამაშობს.
აღსანიშნავია შეცვლაზე შესული ჭაფოძის აქტიურობაც, მან რამდენჯერმე გაამძაფრა თანაგუნდელების შეტევა. ვლადიმერ ხაჩიძის შეგირდებს ბოლო წუთებში შეეძლოთ გატანა, მაგალითად,მამუჩაშვილმა 90-ე წუთზე ძელს გაარტყა ბურთი.
განმეორებითი თამაშის წინ "მერანისთვის "ორბურთიანი ჰანდიკაპი სერიოზული უპირატესობაა , თუმც არც "სპარტაკია" უშანსოდ.
ბესიკ გვაზავა მარტვილიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"