ალექს გარსია:"სათამაშო ინიციატივა ჩვენს ხელთ იყო. სამწუხაროდ გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ და ნულოვანი ფრე ვითამაშეთ. დასანანია, რომ გათამაშებას ემშვიდობები, მაშინ, როდესაც მეტოქე ვერაფრით გჯობნის.
გულდასაწყვეტია, როდესაც არ აგებ შეხვედრას და მაინც დამარცხებული რჩები. წარუმატებელ თამაშს მინდვრის საფარს ნამდვილად ვერ დავაბრალებთ, ყველაფრის მიუხედავად საგოლე მომენტები გვქონდა, მაგრამ მათი გამოყენება ჩვენდა სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ".
fcdinamo.ge