საქართველოს თასი - განთესვის გარეშე

AutoSharing Option
8 ნოემბერს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა მოეწყობა.

წინა ეტაპებისგან განსხვავებით, დებულება ამჯერად განთესვას აღარ ითვალისწინებს და, შესაბამისად, ნებისმიერი სიძლიერის წყვილის ხილვაა მოსალოდნელი.

შეგახსენებთ მეოთხედფინალში გასულ გუნდებს: "ზესტაფონი", "ტორპედო", "მეტალურგი", "მერანი", "ბაია", "ვიტ ჯორჯია", "გაგრა",
"დილა".

მეოთხედფინალური მატჩები წლეულსვე გაიმართება. პირველი შეხვედრები 24 ნოემბერს ჩატარდება, განმეორებითები - 7 დეკემბერს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული