თასისთვის ბრძოლას "მეტალურგი", "დილა" და "გაგრა" აგრძელებენ

AutoSharing Option
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალის საპასუხო მატჩები გაიმართა. შედეგად, გათამაშების ნახევარფინალებში ბრძოლას "მეტალურგი", "დილა" და "გაგრა" გააგრძელებენ. მეოთხე გუნდის ვინაობა მოგვიანებით "ზესტაფონი"-"ტორპედოს" მატჩში გაირკვევა.

თბილისის "ვიტ ჯორჯიამ" "მცხეთა პარკზე" რუსთავის "მეტალურგი" მიიღო და 1:2 დამარცხდა. პირველ მატჩში რუსთაველებმა 1:0 მოიგეს.

გორის "დილამ" შინ ზუგდიდის "ბაიას" 5:2 მოუგი (პირველი მატჩი 2:2), მარტვილის "მერანმა" კი "გაგრას" ორი უპასუხო გოლი გაუტანა, თუმცა პირველ მატჩში განცდილი მარცხისთვის (0:4) რევანშის აღება ვერ შეძლო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული