უმაღლესი ლიგა უდანაკარგოა

AutoSharing Option
გუშინ საქართველოს თასის მეთექვსმეტედფინალური ბოლო ხუთი შეხვედრა გაიმართა. პირველი სათასო დღის მსგავსად, გუშინდელმა საღამომაც სტუმართა უპირატესობით ჩაიარა და მასპინძელმა მხოლოდ ერთგან შეძლო გამარჯვება.

ადელი (ბ)-კოლხეთი (ფ) 0:2
სქური-გურია 2:0
მეშახტე-ჩიხურა 1:3
კოლხეთი (ხ)-ბათუმი 1:2
ივერია-სპარტაკი (ცხ) 0:2

მერვედფინალში თორმეტივე უმაღლესლიგელს ვიხილავთ. ევროთასების მონაწილე ოთხმა გუნდმა (ოლიმპი, ვიტ ჯორჯია, დინამო, ზესტაფონი) უბრძოლველად მოიპოვა იქ თამაშის უფლება, მეთექვსმეტედფინალური ბარიერი კი უმაღლესი ლიგის ბინადართაგან დაძლიეს "სპარტაკმა", "სამტრედიამ", "ბაიამ", "სიონმა", "ტორპედომ" და "კოლხეთმა". მათ ექვსი ქვედალიგელი: "სქური", "ჩიხურა", "ბათუმი", "მერანი", "ლოკომოტივი" და "გაგრა".

მეთექვსმეტედფინალის
მსგავსად, მერვედფინალებიც ერთ მატჩად, 9-10 ნოემბერს ჩატარდება, წილისყრა კი სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული