ინფორმაცია ფეხბურთის ფედერაციაში დაგვიდასტურეს, მაგრამ ისიც გვითხრეს, რომ მატჩის გამართვის საბოლოო თარიღი და ადგილი ჯერაც დასაზუსტებელია.
რაც შეეხება შეხვედრის ადგილს - ფედერაციამ მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხებით ფოთის სტადიონზე ახალი საფარი უკვე დააგო და "ფაზისის" საზეიმო გახსნა სუპერთასის გათამაშებით სურს.
საფარი იმ ბერძნულმა კომპანიამ დააგო, რომელმაც ანალოგიური სამუშაოები ჩაატარა ქუთაისის "ტორპედოს" და თბილისის "ლოკომოტივის" სტადიონებზე. ფოთში მინდვრის დაგება 10 დღის წინ დასრულდა და 25 დეკემბრისთვის
როგორც ჩანს, ფედერაცია სწორედ ამის გამო არ ჩქარობს სუპერთასის მატჩის გამართვის ადგილისა და თარიღის დასახელებას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"