პირველი მატჩები 10 აპრილს გაიმართება და მასპინძლები "ზესტაფონი" და "გაგრა" იქნებიან, განმეორებითი შეხვედრები კი 18 აპრილს ჩატარდება. ფინალის გამართვის თარიღი უცვლელია - 26 მაისი, ადგილი კი ჯერ დასადგენია. ფინალი ან "მიხეილ მესხზე" გაიმართება, ან ქუთაისში, "ტორპედოს" სტადიონზე.
წილისყრის პროცედურას სფფ-ის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა გაუძღვა, დოლურიდან ბურთულები კი კლუბების წარმომადგენლებმა ჩემპიონატში დაკავებული ადგილების თანმიმდევრობით ამოიღეს.
"ზესტაფონის" სპორტულმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა საკუთარი კლუბის ბურთულა
- შენს ადგილზე ამ ბურთულას ამოვიღებდი, - ვერ გეტყვით, ხუმრობით თუ სერიოზულად, მიმართა სიჭინავამ "მეტალურგის" წარმომადგენელს, დოლურიდან ბურთულა თავად ამოიღო და გაუწოდა. რუსთავული კლუბის წარმომადგენელი შეცბა, რაზეც ფერედაციის პრეზიდენტმა ჰკითხა, არ მენდობიო? მანაც მცირე ყოყმანის შემდეგ ბურთულა გამოართვა, რომელმაც მეტოქედ "ზესტაფონი" არგუნა.
ამის შემდეგ გასარკვევი მხოლოდ ისღა იყო, "გაგრასა" და "დილას" წყვილში ვინ უმასპინძლებდა პირველ შეხვედრას...
რა უნდა ვთქვათ - წილისყრის შედეგებით ყველაზე კმაყოფილები, უდავოდ, "დილას" წევრები უნდა იყვნენ. "დილასთან" დაპირისპირება "მეტალურგსა" და "გაგრას" აშკარად არ სურდათ და არ გამოვრიცხოთ, რომ წილისყრის დღემ რუსთაველებზე უფრო გულნაკლულნი თასის მოქმედი მფლობელები დატოვა.
გორელებს ფინალში გასვლის ჩინებული შანსი აქვთ. მეორე წყვილის ფავორიტი "ზესტაფონია", მაგრამ ფინალისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს ჩემპიონებს რთული გამოცდა ელით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"