თასის წილისყრა: გორელების იღბალი თუ ზვიად სიჭინავას "ხელი"

AutoSharing Option
7 მარტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფისში საქართველოს თასის ნახევარფინალის წილისყრა გაიმართა და საინტერესო წყვილებიც მივიღეთ: "ზესტაფონი"-"მეტალურგი" და "გაგრა"-"დილა".

პირველი მატჩები 10 აპრილს გაიმართება და მასპინძლები "ზესტაფონი" და "გაგრა" იქნებიან, განმეორებითი შეხვედრები კი 18 აპრილს ჩატარდება. ფინალის გამართვის თარიღი უცვლელია - 26 მაისი, ადგილი კი ჯერ დასადგენია. ფინალი ან "მიხეილ მესხზე" გაიმართება, ან ქუთაისში, "ტორპედოს" სტადიონზე.

წილისყრის პროცედურას სფფ-ის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა გაუძღვა, დოლურიდან ბურთულები კი კლუბების წარმომადგენლებმა ჩემპიონატში დაკავებული ადგილების თანმიმდევრობით ამოიღეს.

"ზესტაფონის" სპორტულმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა საკუთარი კლუბის ბურთულა
ამოიღო, რამდენიმე წამში კი საინტერესო ფაქტის მომსწრენი გავხდით.

- შენს ადგილზე ამ ბურთულას ამოვიღებდი, - ვერ გეტყვით, ხუმრობით თუ სერიოზულად, მიმართა სიჭინავამ "მეტალურგის" წარმომადგენელს, დოლურიდან ბურთულა თავად ამოიღო და გაუწოდა. რუსთავული კლუბის წარმომადგენელი შეცბა, რაზეც ფერედაციის პრეზიდენტმა ჰკითხა, არ მენდობიო? მანაც მცირე ყოყმანის შემდეგ ბურთულა გამოართვა, რომელმაც მეტოქედ "ზესტაფონი" არგუნა.

ამის შემდეგ გასარკვევი მხოლოდ ისღა იყო, "გაგრასა" და "დილას" წყვილში ვინ უმასპინძლებდა პირველ შეხვედრას...

რა უნდა ვთქვათ - წილისყრის შედეგებით ყველაზე კმაყოფილები, უდავოდ, "დილას" წევრები უნდა იყვნენ. "დილასთან" დაპირისპირება "მეტალურგსა" და "გაგრას" აშკარად არ სურდათ და არ გამოვრიცხოთ, რომ წილისყრის დღემ რუსთაველებზე უფრო გულნაკლულნი თასის მოქმედი მფლობელები დატოვა.

გორელებს ფინალში გასვლის ჩინებული შანსი აქვთ. მეორე წყვილის ფავორიტი "ზესტაფონია", მაგრამ ფინალისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს ჩემპიონებს რთული გამოცდა ელით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მქალადეც რა დოემნტა სენი ოჯახი ფუ თQვენი რა ქვეყანაში ვართ. როდის უნდა მორჩეს ეს ნაგავი ხალხის პარპAში, რუსთAვს საღოლ არ უნდა გამოერთმიას ძალით შეტენეს ზესტაფონი
0
რას ქვია ხალხო "თავად ამოიღო"??? ვინ კითხავდა იმ ჯამბაზს ამის გაკეთებას? აბა რატო იყო ის ოთხეული მოწვეული, თუ დომენტა იღებდა ბურთულებს??? რატომ ხართ გაჩუმებულები, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ცირკი??? ეგდოს დომენტა ფედერაციაში, რახან დანიშნეს (გასაგდებია თუმცა არამგონია ჩვენ მივაღწიოთ ამას!) და აკეთოს თავისი საქმე! ბურთულები კი იმათ ამოიღონ, ვინც მიიწვიეს ამისთვის და ვისაც ევალებათ.... გულისამრევია უკვე ეს სიბინძურე!!!
დევიდ აირონს
03:13 09-03-2012
0

სიახლეები პოპულარული