საქართველოს თასის ფინალი ქუთაისში?

AutoSharing Option
26 მაისს საქართველოს ეროვნული თასის მფლობელი უნდა გაირკვეს. მაგრამ, სად უნდა გაიმართოს ფინალური შეხვედრა, ჯერჯერობით უცნობია.

საერთოდ, მასპინძელი სტადიონის შერჩევის სხვადასხვა პრინციპი არსებობს: ზოგიერთ ქვეყანაში ფინალი ეროვნულ სტადიონზე იმართება, ზოგიერთგან კი ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობის უფლებას რეგიონებსაც აძლევენ.

საქართველო ამ უკანასკნელთა კატეგორიას განეკუთვნება, მაგრამ თავიდან ფინალებს ეროვნული სტადიონი მასპინძლობდა. ბოლო წლებში კი ეროვნული და "მიხეილ მესხი" ენაცვლებოდნენ, წლევანდელი თასის ფინალი კი, შესაძლოა, ქუთაისში გაიმართოს.

ეს ინფორმაცია ქუთაისში ლამის ყველა გულშემატკივარმა იცის. საქმე ისაა, რომ წინასწარი ვარაუდით, საქართველოს პარლამენტის ახალი შენობა
ქუთაისში სწორედ 26 მაისს
უნდა გაიხსნას და შესაძლოა, სამხედრო აღლუმიც იქვე ჩატარდეს.

შევიტყვეთ, რომ ფეხბურთის ფედერაციაში ჯერ არ გადაუწყვეტიათ, სად გაიმართება თასის ფინალი. მაგრამ არის მოსაზრება, რომ ზემოთთქმულიდან გამომდინარე, მისი ჩატარება ქუთაისში უფრო მისაღები იქნება. გათვლა ისაა, რომ სტადიონზეც მეტი ხალხი მივა, მათ შორის, საპატიო სტუმრებიც, ეს კი ყოველთვის სასურველია.

საკითხის დაზუსტებას ფეხბურთის ფედერაციაში კომპენტენტურ ადამიანებთან ვცდილობდით, მაგრამ რატომღაც, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. თუმცა, ფაქტია, რომ საკითხი მართლაც განიხილება და თასის გამარჯვებულის ქუთაისში გარკვევა სავსებით რეალურია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
კარგია რეგიონებში უნდა ჩატარდეს ესეთი თამაშები,ნაკრების თამაშიც უნდა ჩატარდეს,მთავარია როგორი თამაში იქნება,ადგილს რა მნიშვნელობა აქვს
vasiko basiladze
14:25 02-04-2012
0
ეგრე ქუთაისში ზესტაფონში ბათუმში მცხოვრებმა გულშემატკივრებმა რა დააშავეს ? ყველა თამაში თბილისში ტარდება და არაფერია ცუდი იმაში რომ რეგიონებშიც ჩატარდეს თამაში თუნდაც თასის ფინალი :):):)
irakli
20:57 01-04-2012
0

სიახლეები პოპულარული