"როგორც იცით, "გაგრა" საშინაო შეხვედრებს "მერანის" სტადიონზე ატარებს. სამწუხაროდ, ამ დროისთვის "მერანის" მინდვრის საფარი თასის ნახევარფინალური მატჩის ჩასატარებლად საჭირო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.
ამას თავისი ობიექტური მიზეზები გააჩნია. ზამთარში მოსულმა დიდმა ნალექმა ჩვენი მინდორიც დააზარალა. გარდა ამისა, მატჩები საკმაოდ შემჭიდროვებული გრაფიკით ტარდება და შესაბამისად, მოედნის მწყობრში მოყვანა ვერ მოხერხდა", - იუწყება "გაგრას" პრესსამსახური.
"გაგრას"
კიდევ ერთი საკითხი: საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოთარ კორღალიძემ მოთამაშეები შეკრიბა. ელიტრაუნდისთვის სამზადისში კი ნაკრები პორტუგალიაში გაემგზავრება და პორტუს საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. იქ 12 აპრილს ქართველები საფრანგეთის ნაკრებს შეხვდებიან, 13 აპრილს - ირლანდიის, ხოლო 14 აპრილს - სერბეთისას. გუნდი კი საქართველოში 16 აპრილს დაბრუნდება.
თასის ნახევარფინალური შეხვედრები კი 10 და 18 აპრილს გაიმართება. კორღალიძემ შეკრებაზე "გაგრას" სამი ფეხბურთელი გამოიძახა - გიორგი ჯგერენაია, ნიკა ჭკუასელი და ნოდარ კიკნაველიძე. სამივე ეს ფეხბურთელი გუნდის ძირითად შემადგენლობაში ხვდება და როგორ იქნება მათი საქმე, ნაკრებს გაყვებიან თუ კლუბს დაეხმარებიან?
"ამაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. ალბათ, თასზე სამივე "გაგრაში" იქნება და საჭირო შემთხვევაში, გუნდს დაეხმარება. პორტუგალიაში კი 11 აპრილს გაემგზავრებიან და ნაკრებს მოგვიანებით შეუერთდებიან", - გვითხრა აფხაზავამ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"