სად ჩატარდება საქართველოს თასის ფინალი?

AutoSharing Option
26 მაისს საქართველოს ეროვნული თასის მფლობელი უნდა გაირკვეს, მაგრამ დღესაც უცნობია, ფინალურ შეხვედრას რომელი სტადიონი უმასპინძლებს.

მარტის ბოლოს თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ წლევანდელი თასის ფინალი ქუთაისში გაიმართებოდა და საქართველოს პარლამენტის გადატანას მიეძღვნებოდა. საქართველოს მეორე დედაქალაქში სამხედრო აღლუმის ჩატარებაც იგეგმებოდა და გათვალეს, რომ სტადიონზე მეტი ხალხი და მეტი საპატიო სტუმარი მივიდოდა.

კიდევ ერთხელ დავინტერესდით და შევიტყვეთ, რომ ფეხბურთის ფედერაციის თავკაცებს ფინალის მასპინძელი არენა ჯერ არ დაუდასტურებიათ. მხოლოდ ეს გვითხრეს, რომ ზუსტი პასუხი ფინალამდე 11 დღით ადრე, 15 მაისს გაცხადდება.

თუმცა ყველაზე
რეალური "ტორპედოს" სტადიონის კანდიდატურაა და, ალბათ, თასის გამარჯვებული ქუთაისში გამოვლინდება.

უფრო გაურკვეველია პასუხი კითხვაზე - როდის გაიმართება 2010-11 წლების სეზონის სუპერთასის შეხვედრა საქართველოს ჩემპიონ "ზესტაფონსა" და თასის მფლობელ "გაგრას" შორის, ან გაიმართება კი?

თავდაპირველად მატჩი 2011 წლის დეკემბერში ფოთის სტადიონზე იგეგმებოდა. მაშინ ფედერაციამ მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხებით ფოთის სტადიონზე ახალი საფარი დააგო და "ფაზისის" საზეიმო გახსნა სუპერთასის გათამაშებით სურდა.

მაგრამ "ფაზისზე" ასეთი რანგის შეხვედრის ჩატარება გაუმართლებელი იყო. დეკემბერში ფოთის არენაზე მშვენიერი საფარი კი დააგეს, მაგრამ მინიმალურ მოთხოვნებს მაინც ვერ აკმაყოფილებდა - დანგრეული ტრიბუნები, მოუწესრიგებელი გასახდელები, საშხაპეები, მსაჯთა და დელეგატთა ოთახები მატჩის სრულ დისკომფორტში ჩატარების გარანტიას თუ იძლეოდა და ამ უცნაურ ჩანაფიქრზე ხელი აიღეს.

25 დეკემბრის შემდეგ ოთხი თვე გავიდა, სუპერთასის გათამაშების საბოლოო თარიღი და ადგილი კი უცნობია. ფედერაციაში ამ საკითხზეც არ აქვთ პასუხი, პრობლემა კალენდარში თავისუფალი თარიღის მოძებნა არისო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
აი კიდევ ერთი ნათელი მაგალითი თუ,რამდენად დამოუკიდებელია დომენტის კანტორა.ფედერაცია რომ წყვეტდეს ამ საკიტხებს,დანამდვილებით გვეცოდინებოდა უკვე ფინალი სად გაიმაღთება და სუპერთასის გამარჯვებულიც.სამარცხვინოა,ვიღაცის პოხონდრიის გამო,სუპერთასი არ იყოს აქამდე ნათამაშები და რა როდის იქნება ისიც არ ვიცოდეთ.ან საერთოდ ვიცით ჩვენს ფეხბურთში რა ხდება(გარდა იმისა,რომ წელს,თასს გორი აიღებს)?რამოდენიმე წელია მთავრდება სეზონი ისე კაცმა არ იცის რამდენი გუნდი ვარდება,რამდენი გადმოდის,გავარდება კი საერთოდ ვინმე და ახალი რა რეგლამენტით ჩატარდება?ერთი რამ მაინტერესებს კიდე,რა ტექნოლოგიით უნდა ჩაუტარონ ფოთის სტადიონს რეკონსტრუქცია(ფაქტიურად თავიდან არის ასაშენებელი)ისე,რომ უკვე დაგებული მინდვრის საფარი არ დაზიანდეს?სადმე გინახავთ ჯერ მინდორს აკეთებდნენ,შემდეგ ტრიბუნებს,გასახდელებს და სხვა დანარჩენს ანგრევდნენ და ახალს აშენებდნენ?
daviti
12:11 04-05-2012
0
გეთანხმებით, დავით. ფეხბურთიც იგივე დღეშია, რა დღეშიცაა ყველაფერი დანარჩენი ამ გაუბედურებულ ქვეყანაში.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული