საქართველოს თასის ფინალი "მიხეილ მესხზე" გაიმართება

AutoSharing Option
ფეხბურთში საქართველოს თასის ფინალური შეხვედრა ზესტაფონის "ზესტაფონსა" და გორის "დილას" შორის 26 მაისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალური შეხვედრა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, ტრადიციულად, "დინამოს" სტადიონზე ტარდებოდა ხოლმე, ამჯერად კი "დინამო არენაზე" მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო თასის ფინალს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.

შეხვედრის დაწყების ზუსტი დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ოფიციალური განცხადება ამ გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა გააკეთა.

www.msy.gov.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული