საქართველოს თასი: მერვედფინალის ინტრიგა

AutoSharing Option
გუშინ პროფესიული ფეხბურთის ლიგაში საქართველოს დავით ყიფიანის ეროვნული თასის მერვედფინალური მატჩების წილისყრა გაიმართა. გუნდები ასე გადანაწილდნენ:

დინამო (ბათუმი)-ზესტაფონი (ზესტაფონი)
ლოკომოტივი (თბილისი)-ოლიმპი (რუსთავი)
გაგრა (გაგრა)-კოლხეთი (ფოთი)
მერანი (მარტვილი)-სიონი (ბოლნისი)
სქური (წალენჯიხა)-ვიტ ჯორჯია (თბილისი)
ტორპედო (ქუთაისი)-ბაია (ზუგდიდი)
სპარტაკი (ცხინვალი)-სამტრედია (სამტრედია)
ჩიხურა (საჩხერე)-დინამო (თბილისი)

ისევე როგორც 1/16 ფინალში, 1/8 ფინალშიც მხოლოდ ერთი მატჩი გაიმართება, რაც ამ ეტაპს განსაკუთრებულ ინტრიგას მატებს. შეხვედრებს პირველად დასახელებული გუნდები 9 და 10 ნოემბერს უმასპინძლებენ. წილისყრის დროს გათვალისწინებული იყო ის ფაქტორიც, რომ დაბალ კატეგორიაში განთესილ კლუბს შინ უფრო ძლიერი
მეტოქე მიეღო, რაც 1/8 ფინალს დამატებით ინტრიგას მატებს.

მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაში, ორი დამატებითი 15-წუთიანი ტაიმი დაინიშნება. თუ გამარჯვებულს ვერც ეს ნახევარი საათი გამოავლენს, 11-მეტრიანი დარტყმების სერია დაინიშნება.

პროფლიგის პრესსამსახურის ცნობით, კონკრეტული თამაშის ჩატარების კონკრეტულ თარიღს ლიგის საშეჯიბრო სამსახური უახლოეს მომავალში, ამ ეტაპზე გასული უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდების საჩემპიონატო მატჩების გათვალისწინებით დაადგენს.
ამ ეტაპზე კი უმაღლესლიგელებმა მხოლოდ ორი წყვილი დააკომპლექტეს ("ტორპედო"-"ბაია" და "სპარტაკი"-"სამტრედია"), თუმცა, სათასო სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვა წყვილებშიც არანაკლებ დაძაბული დაპირისპირებაა მოსალოდნელი.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული