საქართველოს თასი: "ჩიხურამ" "დილა" დაჩაგრა, "გურია" "დინამოს" არ დანებდა

AutoSharing Option
13 მარტს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/4-ფინალის პირველი შეხვედრები გაიმართა.

ქუთაისის "ტორპედომ" საკუთარ მოედანზე ბოლნისის "სიონი" მიიღო და ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

ბოლნისელთა კარებში პირველი გოლის ავტორი მე-8 წუთზე გიორგი ფანცულაია გახდა. ორ წუთში კი ტორპედოელთა უპირატესობა ორამდე ნიკა საბანაძემ გაზარდა. მასპინძლები ამაზე არ შეჩერებულან და მე-17 წუთზე გატანა უკვე გიორგი დოლიძემ შეძლო.

ბოლნისელებმა პრესტიჟის გოლი 59-ე წუთზე გაიტანეს. თავი აკაკი მიკუჩაძემ გამოიჩინა.

მოულოდნელად, საჩხერის "ჩიხურასთან" მშრალი ანგარიშით დამარცხდა თასის მფლობელი გორის "დილა". პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, შესვენების შემდეგ
კი სოსო ფრუიძის შეგირდებმა სტუმრებს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს.

ხუთწუთიან მონაკვეთში დუბლით თავი ვაჟა ლომაშვილმა გამოიჩინა (52-ე, 57-ე წუთები), 65-ე წუთზე კი დავით ბოლქვაძემ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.

პირველლიგელმა "გურიამ", რომელმაც თასის მერვედფინალიდან ტურნირს "ზესტაფონი" სენსაციურად გამოთიშა, ლანჩხუთში თბილისის "დინამოსაც" დიდი ბრძოლა გაუმართა და საბოლოოდ უგოლო ფრეს მიაღწია.

რუსთავში "მეტალურგმა" კიდევ ერთი პირველლიგელის, ცხინვალის "სპარტაკის" ძლევა ალექსანდრე ინწკირველის ერთადერთი გოლით შეძლო (1:0).
მკითხველის კომენტარები / 4 /
გურია არ დანებდა კი არა აჯობა თამაშიტ. არაფრით ჯობდა დინამო გურიას. ცოტა რომ გამარტლებოდა გურიას მოიგებდა ერტხელ დზელმა გადაარჩინა დინამო ერტხელ კი ლორიამ.
sana
18:17 13-03-2013
0
სამწუხაროდ თამაშს ვერ დავესწარი. სამუშაო გრაფიკის გამო. მაგრამ მითხრეს რომ ძალიან კარგიო თამაში გამოუვიდა გურიას. სტადიონის ნახევარიც სავსე იყო (აბა მეორე ნახევარი დაანგრიეს და ჯართში ჩააბარეს). მოკლედ მალადეც გურიას
nika
19:44 13-03-2013
0

სიახლეები პოპულარული