რუსთავის "მეტალურგმა" 10 აპრილს ხარისხიანი თამაში ვერ შემოგვთავაზა, თუმცა ამოცანა ამის გარეშეც გადაჭრა და ნახევარფინალში გავიდა. შეიძლება ითქვას, რომ "მეტალურგმა" გამოცდილების ხარჯზე აჯობა "სპარტაკს".
ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე გუნდი ფლობდა მნიშვნელოვან უპირატესობას. გოლი გასატანი "სპარტაკს" ჰქონდა, თუმცა ფრთხილად თამაშობდა, შეტევაში თავქუდმოგლეჯილი არ გარბოდა, გოლი კი სტანდარტული სიტუაციიდან გაიტანა - უჩა ბურძენაძემ ჯარიმა ისე შეასრულა, რომ ბურთი ბადეში გაახვია.
"მეტალურგიდან" პირველ
შესვენების შემდეგ "მეტალურგი" მეტოქეზე მხნედ კი გამოიყურებოდა, თუმცა მარწუხებს ღონივრად მაინც ვერ უჭერდა მოწინააღმდეგეს.
სანამ ტრავმას მიიღებდა და შეცვლიდნენ, კვარაცხელია ერთხელაც დაემუქრა "სპარტაკის" კარს - ოდნავ მახვილი კუთხიდან მიზანი ვერ გაისწორა.
"მეტალურგი" თანდათან დაეუფლა მცირე უპირატესობას, საგოლე მომენტები კი არ ჩანდა. შეხვედრის დამატებით დროში გადატანა, ალბათ, უფრო "სპარტაკს" აძლევდა ხელს და "მეტალურგიც" თითქოს გრძნობდა ამას.
რუსთაველებმაც სტანდარტული სიტუაციიდან მოახერხეს გოლის გატანა - კუთხურიდან ჩაწოდებულზე ლუკა რაზმაძემ იმარჯვა. "სპარტაკის" საჯარიმოში არეულობა შეიქმნა და გიორგი გავაშელიშვილმა ახლო მანძილიდან, მეტოქესთან ორთაბრძოლაში მოახერხა ანგარიშის გათანაბრება.
"სპარტაკი" თითქოს შეეცადა რაღაცას, მაგრამ ამაოდ - ვლადიმერ ხაჩიძის გუნდი უმაღლეს ლიგაში დაბრუნებისთვის გააგრძელებს ბრძოლას, ქვედა ექვსეულის "მეტალურგი" კი თასის გათამაშებიდან ეცდება ევროსაგზურის მოპოვებას.
ერთიც: სპარტაკელ კონსტანტინე ხიზანეიშვილს არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ მეორე ყვითელი ბარათი და შემდეგ წითელიც მაშინ აუფრიალა, როცა ის უკვე შეცვლილი იყო...
Video
10.04.13. სპარტაკი - მეტალურგი 1:1
10.04.13. სპარტაკი - მეტალურგი 1:1
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"