წილისყრას ნახევარფინალში გასული ოთხივე კლუბის - თბილისის "დინამოს", საჩხერის "ჩიხურას", რუსთავის "მეტალურგისა" და ბოლნისის "სიონის" ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
გუნდები წილისყრაზე გამოვიდნენ ამ დროისათვის ჩემპიონატში დაკავებული ადგილების მიხედვით.
საბოლოოდ, საქართველოს თასის ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდებიან:
მეტალურგი-დინამო თბილისი
ჩიხურა-სიონი
პირველი მატჩები გაიმართება 23 აპრილს, განმეორებითი კი - 8 მაისს. მატჩების დასაწყისი - 16:00 საათზე.
* * *
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გამართული თასის ნახევარფინალების წილისყრაზე გადაწყდა, რომ მაისში, თასის ფინალური მატჩის
ცვლილება განაპირობა უეფას კონგრესმა, რომელიც 23-25 მაისს ლონდონში უნდა გაიმართოს და მას აუცილებლად უნდა დაესწრონ სფფ-ის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი.
ამის გამო, ზვიად სიჭინავამ თხოვნით მიმართა ოთხივე კლუბის ხელმძღვანელს, გაეთვალისწინებინათ ეს შემთხვევა და ვინაიდან, პრეზიდენტი და გენერალური მდივანი 23 მაისს უნდა გაემგზავრონ, საქართველოს თასის ფინალი გაიმართოს 22 მაისს.
კლუბების ხელმძღვანელები შემოთავაზებულ წინადადებას დაეთანხმნენ. ამრიგად, 8 მაისს, ნახევარფინალების განმეორებითი მატჩების დასრულების შემდეგ გაირკვევა, თუ რომელი ორი გუნდი შეხვდება ერთმანეთს ფინალში - 22 მაისს.
სფფ-ის პრესსამსახური