ბოლნისის "სიონი" არცთუ ხანმოკლე პაუზის შემდეგ 8 მაისს მშობლიურ ქალაქში ითამაშებს.
პირველი მატჩი საჩხერელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა და "სიონს" საკმაოდ ძნელი ამოცანის გადაჭრა მოუწევს, თუმცა გამორიცხული არაფერია...
მატჩის წინ მცირე კომენტარი ბოლნისელთა ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელს, გიორგი მანწკავას ვთხოვეთ.
- რა განწყობით ხვდებით "ჩიხურასთან" საპასუხო შეხვედრას?
- უნდა მოვიგოთ. ფინალში თუ ვერ გავალთ, მეტოქის დამარცხება მაინც უნდა მოვახერხოთ.
- ბოლნისში თამაშობთ, რაც ერთიორად ზრდის "სიონის" შანსებს...
- რა
პირველ შეხვედრაში ბავშვური შეცდომები დავუშვით, უაზრო გოლები გავუშვით, საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ...
თუ საპასუხო შეხვედრაში მაინც გაგვიმართლებს, ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა შეუძლებელი არ იქნება.
- "სიონს" რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი არ ეყოლება...
- კლიმიაშვილი და ახალაია წინა შეხვედრაში დაშავდნენ "ბათუმთან". მანამდე ტრავმა მიიღეს და "ჩიხურასთანაც" ვერ ითამაშებენ მინდია ბობღიაშვილი, სერგი ორბელაძე და გიორგი ჩივაძე.
- როგორ ფიქრობ, რამდენი გულშემატკივარი მოვა "სიონი" - "ჩიხურას" მატჩზე?
- სტადიონი, ალბათ, გაივსება. ეს არ არის უბრალო, რიგითი თამაში და იმედი მაქვს, რომ გულშემატკივარი მოვა.
- საკუთარი კედლები, მონდომება - კიდევ რა უნდა დაუპირისპიროს "სიონმა" "ჩიხურას"?
- ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ, "ჩიხურას" ჩვენთვის თამაშით პირველ შეხვედრაში არ უჯობნია, საგოლე მომენტები ხომ ჩვენც გვქონდა...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჩიხურა-სიონი 2:0 - მოახლოებული ფინალი [VIDEO]