დუშან უჰრინი: "დინამოს" ყველა ტიტულის მოპოვება სურს!

AutoSharing Option
22 მაისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თბილისის "დინამო" საჩხერის "ჩიხურას" საქართველოს თასის ფინალში დაუპირისპირდება.

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალის წინა დღეს მეტოქე გუნდებს მატჩისწინა ვარჯიშები "მიხეილ მესხის" სტადიონზე უნდა გაემართათ, ვაკის სტადიონის მედიაცენტრში კი მთავარ მწვრთნელებს - წინასამატჩო პრესკონფერენციები.

მაგრამ "დინამომ" გეგმები შეცვალა - ფეხბურთელებმა დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშეს და ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხეს.

"დინამოს" მთავარ მწვრთნელს, დუშან უჰრინს ორიოდე კითხვა დავუსვით და მალე ვარჯიშიც დაიწყო:

- გუნდში მშვენიერი განწყობაა. ჩემპიონებიც გავხდით, ბოლო ტურში "ზესტაფონსაც" მოვუგეთ და ახლა თასის მოპოვებაც
გვსურს.

მატჩის მნიშვნელობაზე არაფერს ვიტყვი - ისედაც ყველასათვის გასაგებია, რომ ფინალი ფეხბურთელებისა და გულშემატკივრისთვის ბევრს ნიშნავს. "დინამოს" კი ყველა ტიტულის მოპოვება სურს.

საქართველოს თასს თუ დავეუფლებით, ეს ჩვენთვის სეზონში მეორე ტიტული იქნება. ამიტომ მაქსიმალურად კონცენტრირებულნი ვართ და ბოლომდე დავიხარჯებით, სეზონი მოგებით რომ დავასრულოთ.

- მიკელ ალვაროს გარდა, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად არის და თამაშისთვის ემზადება?
- დიახ, ყველა დანარჩენი სათამაშოდ მზად არის. ალვაროს ტრავმა კი ძალიან სამწუხაროა. "ზესტაფონთან" შეხვედრამდე ვარჯიშზე დაშავდა და ძალიან დაგვაკლდება.

- "დინამო" წლეულს ტაქტიკას არ ცვლიდა. ამჯერად რაიმე სიურპრიზს უნდა ველოდოთ?
- ჩვენ იმ ტაქტიკით ვითამაშებთ, რაც მოსაგებად იქნება საჭირო. თამაშამდე სხვას ვერაფერს ვიტყვი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამო" დუბლს უმიზნებს, საჩხერის "ჩიხურა" - პირველ ტიტულს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული