გიორგი სომხიშვილი: კარგად არ მახსოვს, პენალტი როგორ მოვიგერიე

AutoSharing Option
22 მაისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს თასის ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც თბილისის "დინამომ" საჩხერის "ჩიხურას" ანგარიშით 3:1 სძლია.

ამრიგად, 2012/2013 წლების სეზონში თბილისის "დინამომ" ოქროს დუბლი შეასრულა - ჩემპიონობასთან ერთად, ქვეყნის თასიც მოიგო.

მატჩის დასრულების შემდეგ ორივე გუნდის ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს.

გიორგი სომხიშვილი, "ჩიხურა":
"კარგად არც მახსოვს, პენალტი როგორ მოვიგერიე. კუთხე ნამდვილად არ ჩამიფიქრებია.

მანამდე "დინამო" უპირატესობას ფლობდა და მეგონა, ამის შემდეგ თამაშში გარდატეხის შეტანას მოვახერხებდით.

მადლობა ჩვენს გულშემატკივარს, ბოლომდე რომ გვამხნევებდა, მაგრამ მეტოქემ გვაჯობა და მათ დამსახურებულ გამარჯვებას
ვულოცავ".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
დუბლი ათი წლის შემდეგ - თასიც "დინამოსია"! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული