იმის მიუხედავად, რომ შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა, თამაში უაღრესად სანახაობრივი გამოდგა. საგოლე მომენტები ორივე გუნდს საკმაოდ ჰქონდა. ანატოლი პისკოვეცის გუნდი სწრაფი გოლით დაწინაურდა. "გაგრამ" ანგარიში ნიგერიელი ოვონიკოკოს ინდივიდუალური ოსტატყობის წყალობით გახსნა. ახალგაზრდა ფორვარდი
პირველ ტაიმში ურიგო თამაში არც ამის შემდეგ გვინახავს, მაგრამ მოვლენები უფრო საინტერესოდ შესვენების შემდეგ განვითარდა. საწყის 45 წუთში იყო ერთი ეპიზოდი, როცა სტუმრები თერთმეტმეტრიანს ითხოვდნენ, მაგრამ მსაჯმა თამაშის წესების დარღვევა არ დააფიქსირა. ამ გადაწყვეტილებას ფოთელთა დიდი უკმაყოფილება მოჰყვა, მათ საკუთარი პროტესტი მატჩის დასრულების შემდეგაც აქტიურად გამოხატეს.
შეხვედრის მეორე ნახევარში მეტოქეებმა ბურთი ძელს ორ-ორჯერ გაარტყეს. "კოლხეთმა" მდგომარეობის გამოსასწორებლად ბოლომდე იბრძოლა და მეტოქეს ტოლი ნამდვილად არაფერში დაუდო, ჩინებულად ითამაშა "გაგრას" მეკარე ლადო ნადირაშვილმა.
"გაგრა" კი იმისთვის უნდა შევაქოთ, რომ ანგარიშში დაწინაურების მიუხედავად, ყრუ დაცვაში სულაც არ ჩამდგარა და თამაში ჩვეულ შემტევ სტილში განაგრძო.
ზემოთ ნახსენები ნადირაშვილის გარდა, მასპინძელთა შემადგენლობაში ოვონიკოკო და შარიქაძე გამოირჩეოდნენ, სტუმართაგან კი ყველაზე აქტიური სიჭინავა იყო. მოკლედ, "მერანზე" არცთუ ურიგო ფეხბურთი იყო...
ანატოლი პისკოვეცი (გაგრა): "ნაღდი სათასო დაპირისპირება იყო, აზარტული და შინაარსიანი. ვფიქრობ, ჩვენი გამარჯვება ჭკვიანურად შერჩეულმა სტრატეგიამ განაპირობა".
გაგრა-კოლხეთი 1:0
10.11. თბილისი. მერანი. 600 მაყურებელი
გოლი: 1:0 ოვონიკოკო (3)
კოლხეთი (4-4-2): გ. შენგელია, ცხვიტარია (85. ჯოჯუა), თედიაშვილი, ინწკირველი, გველესიანი, გოგონაია, გ. სილაგავა (60. გვალია), ციცხვაია, გ. დეკანოსიძე (46. გულუა), სიჭინავა, რ. ჯიქია
სათადარიგოები: გორდეზიანი, ზ. ექონია, ჭითანავა
მწვრთნელი: ბ. შეროზია
გაგრა (4-4-2): ნადირაშვილი, გაბუნია, ტყეშელაშვილი, ნ. ჯიშკარიანი, ხუციძე, ზ. ჩხეტიანი, ნაკონეჩნი, მოსიაშვილი (84. ყურულაშვილი), შარიქაძე, ორდინსკი (62. შ. კვანტალიანი/90. კალანდაძე), ოვონიკოკო
სათადარიგოები: სეფიაშვილი, დ. გიგაური, ნათენაძე, ლ. ცხადაძე
მწვრთნელი: ა. პისკოვეცი
გაფრთხილება: სიჭინავა (23), გველესიანი (55), ზ. ჩხეტიანი (67)
არბიტრი: გ. დოგრაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"