დინამოს საჩხერული გასეირნება

AutoSharing Option
საქართველოს თასის მერვედფინალური მატჩები ლოგიკური შედეგებით დასრულდა, მაგრამ ზოგიერთ ფავორიტს გამარჯვება საკმაოდ გაუჭირდა.

ჩიხურა-დინამო 0:4
გოლები: 0:1 ხმალაძე (31), 0:2 მეტრეველი (45), 0:3 მეტრეველი (60), 0:4 ქანთარია (85)
ჩიხურა: დოღაძე (73. ბეგაშვილი) – ქამუშაძე (70. ივანიშვილი), გვეტაძე, ცარციძე, ჭიღლაძე – ზივზივაძე, ზაბახიძე, სტეფანიშვილი, ჩიკვაიძე – მაჭარაშვილი, მუმლაძე (70. ენუქიძე).
დინამო: ლორია – კაკუბავა, თომაშვილი, გ. კვარაცხელია, ხმალაძე – ედნილსონი, კოშკაძე, კახელიშვილი (63. ქანთარია), ლექვთაძე, თექთურმანიძე (67. მუჯირი) – მეტრეველი (72. მამუჩაშვილი).
არბიტრი: ლ. სილაგავა

მერვედფინალის საგზური ყველაზე დამაჯერებლად "დინამომ" მოიპოვა.
საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი თასის გათამაშებაში "ჩიხურას" აქამდეც არაერთხელ გადაჰყრია და იმის მიუხედავად, რომ ეს ბარიერი ყოველთვის გადაულახავს, საჩხერლებისგან ყოველთვის მედგარ წინააღმდეგობას შეხვედრია. ამჯერად ასე აღარ მოხდა და უკვე პირველი ტაიმის ბოლოსთვის ნათელი გახდა, რომ სოსო ფრუიძის საკმაოდ სიმპათიურ გუნდს სათასო წარმატებაზე ფიქრი უნდა შეეწყვიტა.

"დინამოს" შემადგენლობიდან ძირითადში მათე ვაწაძის ნაცვლად გამწესებული ზვიად მეტრეველი უნდა გამოვარჩიოთ, რომელმაც თავისი დუბლით გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.


ბათუმი-ზესტაფონი 1:2
გოლები: 1:0 ბაციკაძე (36), 1:1 ხიდეშელი (44), 1:2 დვალი (90)
ბათუმი: კეკელიძე – ზ. ლობჟანიძე, კაჭკაჭიშვილი, რამიშვილი, ხუხია – გ. მანწკავა, ა. ბაჯელიძე, ე. გრიგალაშვილი, ბერიძე, სამსეიშვილი (66. დიასამიძე) – ბაციკაძე (74. ბოხუა).
ზესტაფონი: მამალაძე – ბენაშვილი, მ. კობახიძე, ხიდეშელი, ელიავა – ალადაშვილი (84. აფციაური), ძარია, გორგიაშვილი, ბაბუნაშვილი (64. მიქაბერიძე) – ფიფია (77. დვალი), წინამძღვრიშვილი.
არბიტრი: გ. ვადაჭკორია

მიმდინარეობდა მსაჯის მიერ ძირითადი დროისთვის დამატებული მესამე წუთი, როცა შეცვლაზე შესულმა ჯაბა დვალმა ალექსი ბენაშვილის მახვილგონივრული გადაცემა ლამაზი დარტყმით დააგვირგვინა და თავის გუნდს მეოთხედფინალის საგზური გაუფორმა. "ზესტაფონი" არცთუ საუკეთესო შემადგენლობით თამაშობდა. არ ვიცით, ამის ბრალი იყო თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ მნიშვნელოვანი სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად, გია გეგუჩაძის გუნდს მოწინააღმდეგის დაჯაბნა მეტად გაუჭირდა.

როგორც უკვე გითხარით, "ზესტაფონი" უფრო აქტიური იყო და გამუდმებითYუტევდა, "ბათუმი" კი თავის მხრივ, გონივრულ კონტრიერიშებს ახორციელებდა და მის ფეხბურთელებს მეტი გამოცდილება რომ ჰქონოდათ, ერთ გოლს არ დასჯერდებოდნენ.


მერანი (მ)-სიონი 2:4 პენ. 0:0 ძ.დ.
მერანი: შეროზია – კაკუშაძე, გ. ჟვანია, იობაშვილი, სუხიაშვილი – ილურიძე, იატრო (70. წოწორია), კუჭუხიძე (98. ხვადაგიანი), ამბროლაძე (75. ტორაძე) – ბერუაშვილი, ტაპე.
სიონი: მერლანი – კობაური (65. ნემსაძე), თარგამაძე, ლ. ჭელიძე, ქურასბედიანი – დიდავა, ლ. ნოზაძე, ლ. ვაშაკიძე, სანიკიძე (90. გ. თოდუა) – ბობოხიძე (60. ისიანი), რ. გოცირიძე.
პენალტების სერია: 0:1 დიდავა; ბერუაშვილი (ძელი); 0:2 გ. თოდუა; 1:2 წოწორია; 1:3 ლ. ჭელიძე; 2:3 ხვადაგიანი; 2:4 ნოზაძე; ტაპე (მეკარე).
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი

მარტვილური მატჩი ერთადერთი იყო, სადაც მეოთხედფინალისტის ვინაობა პენალტების სერიამ გამოავლინა. მანამდე კი იყო მეტისმეტად დაძაბული, მაგრამ არცთუ სანახაობრივი 120 წუთი. მარტვილის მოედნის საფარით სტუმრები უკმაყოფილოები დარჩნენ. ამ ქალაქის სტადიონის გაზონის არცთუ სახარბიელო მდგომარეობა გასაკვირი არცაა – იქ ხომ "მერანის" გარდა, ხონის გუნდიც ატარებს საშინაო მატჩებს.

მატჩისშემდგომი თერთმეტმეტრიანების სერია კი ვადაზე ადრე დასრულდა. ოთხივე სიონელმა საკუთარი დარტყმა ზუსტად შეასრულა, მაშინ როცა "მერანმა" პირველივე პენალტი გააცუდა, ბოლო დარტყმა კი "სიონის" კიპერმა მირზა მერლანმა მოიგერია.

აი, ასე გამოეთიშა თასის გათამაშებას "მერანი", რომელიც შეგახსენებთ, გასულ სეზონში ნახევარფინალამდე მივიდა. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრას ათასზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო.


სქური-ვიტ ჯორჯია 1:2 დ.დ. 1:1 ძ.დ.
გოლები: 0:1 გურამ გურეშიძე (10), 1:1 კვიტატიანი (14), 1:2 ზაქრაძე (88)
ვიტ ჯორჯია: ძაძამია – ბეჭვაია, დ. ლომაია, ადამაძე, ღანიაშვილი – მაისაშვილი (55. ვასაძე), გურამ გურეშიძე – კლიმიაშვილი, ლიპარტია (115. კასრაძე), ჯანელიძე (60. ზაქრაძე) – ჩიმაკაძე.
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი

პირველლიგელი "სქური" მეტოქის ავტორიტეტს ოდნავადაც არ შეუშინდა და საქართველოს თასის მოქმედ გამარჯვებულს დიდი ბრძოლაც გაუმართა. თუმცა სტუმართა უფრო მაღალმა კლასმა თავისი ქნა და ტიტულისთვის ბრძოლას "ვიტ ჯორჯია" აგრძელებს.

თბილისელებმა ანგარიში გურეშიძემ შორეული დარტყმით გახსნა, ანგარიში კი კვიტატიანმა თავურით გაათანაბრა. ძირითად დროში ლიპარტიამ და ჩიმაკაძემ ბურთი მეტოქის კარის ძელს გაარტყეს. თამაში ოვერტაიმში გადავიდა, სადაც შეცვლაზე შესულმა ბექა ზაქრაძემ ეფექტური დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა.


სპარტაკი-სამტრედია 1:0
გოლი: 1:0 შონია (50)
სპარტაკი: გრიშიკაშვილი - შ. კაშია, გ. ალავიძე, ჭაფოძე, აქუბარდია - ვ. ბოლქვაძე, შონია - ბაბულაიძე (78. ჩალაძე), მ. ბარაბაძე (59. ლობჟანიძე), დეკანოიძე - ზ. ძაგანია (67. კლოვისი).
სამტრედია: ჯინჭარაძე - სოსელია, თ. შალიკაშვილი, ხუმარაშვილი, კირთაძე (18. ჩომახიძე) - ბაკურაძე, ნინუა, კირკიტაძე, გუჩუა, ეცადეიშვილი (46. ი. შალიკაშვილი (69. გოგიშვილი) - ბაკარანძე.
გაძევება: თ. შალიკაშვილი (49)
გამოუყენებელი პენალტი: შონია (50. მეკარე), ვ. ბოლქვაძე (55. მეკარე)
არბიტრი: ლ. კვარაცხელია

ბადრი კვარაცხელიას ხელმძღვანელობით "სპარტაკმა" პირველად მოიგო და შესაძლოა, ეს გამარჯვება ერთგვარად ნავსის გატეხვაც კი იყოს. მართალია, გუშინ "სპარტაკმა" "სამტრედია" პირწმინდად დაჯაბნა, მაგრამ ცხინვალელთა თამაშში ბევრი წუნი იყო. უმეტესად, ეს საგოლე მომენტების გამოუყენებლობაზე ითქმის. "სპარტაკმა" გუშინ გორში იმდენი საგოლე მომენტი შექმნა, რომ ბარე 3-4 მატჩსაც კი ეყოფოდა, მაგრამ მხოლოდ ერთ გოლს დასჯერდა. ამიტომაც იყო, თამაშის შემდეგ კვარაცხელია გაბრაზებული რომ იყო...

"შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ თამაშის ხარისხით არა. ასეთი თამაში ჩვენ არ გვეკადრება, ეს არაა ფეხბურთი. ჩემს ფეხბურთელებთან მკაცრი საუბარი მქონდა და კიდევ ბევრი გვაქვს საამუშაო, განსაკუთრებით კი საგოლე მომენტების რეალიზაციის მხრივ".

რაც შეეხებათ სტუმრებს, სამტრედიელები საბრძოლო შემადგენლობით არ გამოსულან. არ უთამაშიათ მიხეილ კაკალაძეს, ლაშა ქებაძეს და გუნდის სხვა წამყვან ფიგურებს. სტუმრებმა ერთზე მეტი გოლი რომ არ გაუშვეს, ამაში სტუმართა მეკარე კახაბერ ჯინჭარაძის დიდი დამსახურებაც არის.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"





მკითხველის კომენტარები / 1 /
მერანის წაგება დასანანია.
ogafa
22:26 12-11-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული