პირველლიგელ ბათუმის "დინამოსთან" საშინაო დაპირისპირებაში გიორგი დევდარიანის შეგირდებმა მინიმალური ანგარიშით კი გაიმარჯვეს, მაგრამ ეტყობოდათ, რომ მეტიც შეეძლოთ - როგორც კი საგოლედ მოუმატეს, მაშინვე გაიტანეს.
აქედან გამომდინარე, "დილას" ამ ეტაპის გადალახვა არ უნდა გაუჭირდეს, მით უფრო, რომ ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე მოთამაშე ისვენებდა.
გუნდები თამაშში, ცოტა არ იყოს, მძიმედ შევიდნენ (ასე იყო მეორე ტაიმის სტარტზეც). მართალია, ტერიტორიულ უპირატესობას "დილა" ფლობდა, მაგრამ გორელთა მეკარე რევიშვილს ორ
მან ჯერ თევდორაძეს ააცალა ფეხიდან ბურთი, ხოლო შემდეგ მუჯირის მიერ საშუალო მანძილიდან დარტყმულიც მოიგერია.
ამის მერე "დილასაც" შეეძლო გატანა, თან - რამდენჯერმე. მიზანთან ახლოს იყვნენ მოდებაძე და კვახაძე, გორელიშვილის თავური კი ალავიძემ სასწაულებრივ მოიგერია.
მასპინძელთა შორის უნდა გამოვარჩიოთ ახალწვეული გიორგი დიასამიძე, რომელმაც ორივე ტაიმში მოახერხა სტუმართა კართან სერიოზული ხიფათის შექმნა.
მართალია, გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ მონდომებული გარჯით მაყურებელს თავი კარგად დაამახსოვრა.
...და როგორც კი "დილამ" გატანა მოინდომა, მე-60 წუთის შემდეგ ალავიძის კართან დაახლოებით ხუთწუთიანი შტურმი მოაწყო. ამას ბათუმელთა შეცდომები მოჰყვა და ირაკლი მოდებაძემ მშვენიერი გოლიც შეაგდო - 1:0.
დარჩენილ დროში მასპინძლებს ანგარიშის გასაზრდელად დიდი ჟინით აღარ უბრძოლიათ.
შესაბამისად, ბათუმელებს ბურთის ფლობის საშუალება მიეცათ და მასპინძელთა კართან ხელსაყრელი მომენტებიც შექმნეს.
უნდა გამოვარჩიოთ შეცვლაზე შესული თორნიკე ბერიძის კარგი თამაში.
ერთ ეპიზოდში მან მოედნის შუაში მოპოვებული ბურთით სწრაფი იერიში წამოიწყო და გორელები ლამის დაამწუხრა კიდეც, ხოლო შემდეგ საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილ ჩირიკაშვილს ზუსტად ჩაუწოდა, თუმცა ამ უკანასკნელის უძლიერესი დარტყმა მიზანს ოდნავ ასცდა. საფინალო სასტვენამდე ერთი წუთით ადრე კი თავადაც დასცხო ძლიერად...
ერთი სიტყვით, "დილამ" მეოთხედფინალში გასასვლელად მცირე, მაგრამ ფასეული ნაბიჯი გადადგა.
იხილეთ ვიდეო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
სირცხვილი სხვა რამაა :)
მაშინ ფეხბურთის მიმართ მწყრალად ყოფნასთან გვაქვს საქმე :)