სუპერთასის მოქმედი მფლობელი საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონია". ამ ჯერზე კი თასის მოსაპოვებლად ერთმანეთს გასული სეზონის საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი - თბილისის "დინამო" და საქართველოს თასის გათამაშების ფინალისტი - საჩხერის "ჩიხურა" დაუპირისპირდებიან.
მატჩი კვირას, 17:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და ყველა მსურველისთვის დასწრება უფასო იქნება.
სუპერთასის საპრიზო ფონდი 50 ათას ლარს შეადგენს. სფფ 30 ათასი ლარით გამარჯვებულს დააჯილდოვებს, 20 ათასი კი მეორე გუნდს გადაეცემა.
მატჩის პირდაპირი
აქვე სპორტულ მედიას შევახსენებთ, რომ მიმდინარე კვირის დასაწყისიდან უკვე მიმდინარეობს სუპერთასზე აკრედიტირების პროცესი. მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ გამოგიგზავნიათ განაცხადები, გთხოვთ მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე - ekaelo@gff.ge
სფფ-ის პრესსამსახური