დისკვალიფიცირებული მწვრთნელის, თამაზ სამხარაძის გარეშე მოთამაშე "დინამომ" თავიდანვე აქტიურად შეუტია და მიზანსაც მალე მიაღწია. თუმცა ორივე გაშვებულ გოლში მოწინააღმდეგეზე მეტი "დამსახურება" მასპინძლებს მიუძღვით, უფრო კონკრეტულად, გიორგი ტყეშელაშვილს, რომელმაც დაცვის ცენტრში ზედიზედ ორი უხეში შეცდომა დაუშვა და უკვე
თითქოს ყველაფერი გაირკვა, მაგრამ "გაგრა" სწორედ მაშინ ათამაშდა უკეთ, როცა ყოველგვარი ფსიქოლოგიური წნეხი მოეხსნა და დასაკარგი აღარაფერი ჰქონდა. თამაში ორმხრივი იერიშებით გაგრძელდა და შესვენებამდე სახიფათო მომენტები ორივე კართან ვიხილეთ. ნაკონეჩნის ეფექტური დარტყმისას სტუმრები ლორიამ იხსნა, ჯუისმა კი თექთურმანიძის გონივრული პასით ვერ იხეირა.
"გაგრამ" ანგარიშში სხვაობა პირველი ტაიმის მიწურულს შეამცირა. საგოლე კომბინაცია შეცვლაზე რამდენიმე წუთის შესულმა ოვონიკოკომ წამოიწყო, შეტევა ხუციძის გადაცემით გაგრძელდა და კარის წინ უმეთვალყურეოდ მიტოვებული შარიქაძის ზუსტი თავურით დასრულდა.
"გაგრას" მონდომება არც მატჩის მეორე ნახევარში დაეწუნებოდა, მაგრამ მაინც იგრძნობოდა, რომ თამაშის მსვლელობას "დინამო" აკონტროლებდა. მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძელთაგან შარიქაძემ ააცილა შორეული დარტყმა, სტუმართაგან კი მეტრეველმა ორჯერ არაზუსტად დაარტყა.
მოედანზე ხისტი ბრძოლა გაჩაღდა და უხეშობაც გახშირდა. საბედნიეროდ, არბიტრ გიორგი ვადაჭკორიას თამაშის სადავეები ხელიდან არ გაჰქცევია, ოღონდ ამისთვის გადამჭრელი ზომების მიღება დასჭირდა. გივი კვარაცხელიამ ოვონიკოკოსთან ბრძოლაში ჯერ ყვითელი ბარათი მიიღო, რამდენიმე წამში კი ნერვები ვეღარ მოთოკა და ნიგერიელზე გაიწია, რისთვისაც მოედანი დაატოვებინეს. ეს შეხვედრის ბოლო საინტერესო ეპიზოდი იყო, "გაგრას" გადამწყვეტი შტურმი კაცნაკლული მეტოქისთვის სახიფათო არ აღმოჩნდა და არცთუ იოლ ბრძოლაში სტუმრად მოპოვებუოლი გამარჯვების გათვალისწინებით "დინამომ" საპასუხო მატჩის წინ კომფორტული ჰანდიკაპი დაიბევა.
მატჩის შემდეგ
ანატოლი პისკოვეცი (გაგრა): "ნამდვილი სათასო თამაში იყო. სამწუხაროა, რომ ჩვენმა ერთ-ერთმა ყველაზე საიმედო ფეხბურთელმა უხეში შეცდომები დაუშვა, მაგრამ ეს ფეხბურთია, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩემი გუნდით კმაყოფილი ვარ, ბიჭებმა ხასაიათში გამოავლინეს. 28 ნოემბერს პირველი ლიგის მატჩი ჩავატარეთ და "დინამოსთან" შეხვედრა ასეთი მოკლე ინტერვალით არ უნდა დაენიშნათ".
ზვიად მეტრეველი (დინამო): "ბედნიერი ვარ, რომ "დინამომ" ჩემი გოლებით გაიმარჯვა. რა თქმა უნდა, ამ შედეგით საპასუხო მატჩის წინ სოლიდური უპირატესობა მოვიპოვეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მეორე შეხვედრაშიც დიდი ბრძოლა გველის".
გაგრა-დინამო 1:2
1.12. თბილისი. მერანი. 400 მაყურებელი
გოლები: 0:1 მეტრეველი (7), 0:2 მეტრეველი (14. ჯუისის პასით), 1:2 შარიქაძე (45. ხუციძის პასით)
გაგრა დინამო
4-4-2 4-2-3-1
ნადირაშვილი ლორია
ზ. ჩხეტიანი კაკუბავა
ტყეშელაშვილი თომაშვილი
ჯ. გაბუნია გ. კვარაცხელია
ნ. ჯიშკარიანი ხმალაძე
მოსიაშვილი ედნილსონი
შარიქაძე კოშკაძე
ხუციძე ლექვთაძე
ნაკონეჩნი ჯუისი
შ. კვანტალიანი თექთურმანიძე
ორდინსკი მეტრეველი
მწვრთნელი მწვრთნელი
ა. პისკოვეცი გ. ჭანტურია
გაგრა
30. მოსიაშვილი – ოვონიკოკო
71. გაბუნია – კობერიძე
83. ჯიშკარიანი – გედენიძე
სათადარიგოები: ხომერიკი, დ. გიგაური, კალანდაძე, ყურულაშვილი
დინამო
57. ლექვთაძე – ქანთარია
70. ჯუისი – გ. გველესიანი
81. თექთურმანიძე – ფირცხალავა
სათადარიგოები: შეყრილაძე, მამუჩაშვილი, მუჯირი, სიხარულიძე
გაფრთხილება: ჩხეტიანი (35), ნაკონეჩნი (56), ოვონიკოკო (65), კვარაცხელია (66)
გაძევება: კვარაცხელია (67)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"