ოლიმპმა საქართველოს სუპერთასი მოიგო

AutoSharing Option
21 დეკემბერს ეროვნულ სტადიონზე გამართულ სუპერთასის ფინალში ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა რუსთავის "ოლიმპმა" "ვიტ ჯორჯია" 2:0 დაამარცხა და სუპერთასის მფლობელი პირველად გახდა. თამაში "ოლიმპის" ტერიტორიული უპირატესობით მიმდინარეობდა, რამაც შედეგი 30-ე წუთზე გამოიღო, როდესაც დავით ბოლქვაძის პასის შემდეგ, ქავთარაძემ თავით ბურთი თბილისელთა საჯარიმოში ირაკლი მოდებაძეს დაუგდო, რომელმაც ანგარიში გახსნა.

37-ე წუთზე, "ვიტ ჯორჯიას" საპასუხო გოლის გატანა შეეძლო, გიორგი ჯანელიძემ კარგი პასი მისცა გიორგი ვასაძეს, რომელმაც კარის ახლოდან მარცხენა მახვილი კუთხიდან მიზანს ააცილა. რუსთაველებმა მეორე გოლი 54-ე წუთზე გაიტანეს, როდესაც რევაზ გეწაძემ საჯარიმო
ზუსტად შეასრულა. ამას ისიც დაემატა, რომ 62-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათის გამო მსაჯმა ირაკლი კლიმიაშვილი გააძევა და "ვიტ ჯორჯია" თითქმის უშანსოდ დარჩა.

რუსთაველებმა მატჩი გამარჯვებამდე მშვიდად მიიყვანეს. სუპერთასის აღებისთვის, საპრიზო ფონდიდან "ოლიმპს" ჯილდოდ 20000 ლარი ერგო, დამარცხებულმა "ვიტ ჯორჯიამ" კი, 5000 ლარი მიიღო.


21 დეკემბერი. თბილისი. ეროვნული სტადიონი.
ოლიმპი (რუსთავი) - ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2:0 (1:0)
ოლიმპი: ბედიაშვილი, ღონღაძე, რეხვიაშვილი, კვახაძე (კ), ჯაფარიძე, რაზმაძე, ბოლქვაძე (გიორგი ჭელიძე, 68), გეწაძე, ქავთარაძე, ყაზაიშვილი (დობროვოლსკი, 62), მოდებაძე (ბერიაშვილი, 82).
მთავარი მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე

ვიტ ჯორჯია: ძაძამია, ადამაძე, კასრაძე, ღანიაშვილი, ბეჭვაია (კ), მაისაშვილი, გურამ გურეშიძე (გიორგი გურეშიძე, 75), ჯანელიძე, კლიმიაშვილი, ვასაძე, ზაქრაძე (კორიფაძე, 68).
მთავარი მწვრთნელი: მერაბ კოჭლაშვილი

გოლები: 1:0 მოდებაძე (30), 2:0 გეწაძე (54).
გაფრთხილება: კლიმიაშვილი (54), კლიმიაშვილი (61), დობროვოლსკი (73), ჯაფარიძე (89).
მსაჯი: ლაშა სილაგავა (თბილისი). 


სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახური  
ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული