ყველაზე დიდ ინტერესს ივანწმინდაში გასამართი შეხვედრა იწვევდა, რომელშიც საჩხერის "ჩიხურა" "ზესტაფონს" მასპინძლობდა. მატჩი უგოლოდ დასრულდა და ამ წყვილში გამარჯვებულის ვინაობას საპასუხო დაპირისპირება გამოავლენს.
გოლი არ გასულა გორში გამართულ შეხვედრაშიც, სადაც "დილამ" ფოთის "კოლხეთი" მიიღო. აღსანიშნავია, რომ სტუმრებმა მატჩი 10 კაცით ჩაამთავრეს - შოთა ჯიქიამ მეორე ყვითელი ბარათის გამო მოედანი ნაადრევად დატოვა.
სხვა მატჩებიდან გამოსარჩევია ბათუმის "დინამოს" გამარჯვება, რომელმაც ქობულეთში, "ჩელე არენაზე", "სამტრედიას" ანგარიშით 4:1 სძლია და მეოთხეფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
სტუმრად
სამი უპასუხო გოლი გაუტანა ცხინვალის "სპარტაკმა" თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თასის გათამაშებას შემორჩენილ ერთადერთ პირველლიგელ თერჯოლის "საპოვნელას".
მცხეთაში "ვიტ ჯორჯიამ" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა ბოლნისის "სიონი".
18 ნოემბერს, თასის 1/8-ფინალის პირველ მატჩს ქობულეთში "შუქურა" და თბილისის "დინამო" ჩაატარებენ. საპასუხო შეხვედრები კი 25 და 26 ნოემბერს გაიმართება.
სამტრედიას მწვრთნელთაცვენა დამართნია,ახლა ამასაც გააყუნცულებენ და დაიწყებენ ახალი მწვრთნელის ძებნას,ნეტა რა გვარის იქნება? ზაფხულაძე? თუ მანაია? :)