10:24 10-03-2015
დინამო (თბ)-დილა 1:0 - ემოციები, პრეტენზიები... [VIDEO+PHOTO]
AutoSharing Option
მივყვეთ თავიდან. მეტოქეები ერთმანეთს სივრცეებს უზღუდავდნენ და მჭიდროდ, ხშირად კი უჩვეულოდ ხისტადაც თამაშობდნენ. არბიტრის მიმართ პრეტენზია დინამოელებმაც გამოთქვეს, როცა მე-3 წუთზე თბილისელთა შემტევი ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი გორელთა საჯარიმოში კვახაძესთან ორთაბრძოლისას წაიქცა. "დინამო" პენალტს ითხოვდა, მაგრამ ხორავამ წესის დარღვევა არ დააფიქსირა.
მე-10 წუთზე თბილისელთა კარს ნიკა კვეკვესკირი დაემუქრა, მაგრამ ლიბორ ჰრდლიჩკამ ბურთი ნახტომში მოიგერია.
ოთხ წუთში "დილას" ანგარიშის გახნის რეალური შანსიც გაუჩნდა, როცა მიხაილ გორელიშვილის დარტყმის შემდეგ მცველისგან ასხლეტილი ბურთი გიორგი თექთურმანიძეს მიუგორდა, თუმცა ამ უკანასკნელის თავური "დინამოს" კარს ოდნავ გადასცდა.
ანგარიში 22-ე წუთზე გაიხსნა: მარცხენა ფლანგზე კიტეიშვილმა მეტოქეს ბურთი აართვა და მანუელი მოძებნა, ამან კი შეტევა მარჯვენა ფლანგზე ვახტანგ ჭანტურიშვილს გაუგრძელა; შეტევის ბოლო ფაზაში კი იყოჩაღა ოთარ კაკაბაძემ, რომელიც ჭანტურიშვილის პასს საჯარიმოში შეჰყვა და შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა - 1:0.
ტაიმის მიწურულს შტეფან ბუკორაცმა ლაშა გვალია წააქცია და მეტოქეები წაკინკლავდნენ. მართალია, ვნებები მალევე ჩაცხრა, მაგრამ დაძაბულობა მთელი შეხვედრის განმავლობაში იგრძნობოდა - არასასიამოვნო ეპიზოდი მეორე ტაიმშიც იყო, როცა მეტოქეებმა ერთმანეთზე კიდევ ერთხელ გაიწიეს, მაგრამ ზღვარს არ გადასულან.
მეორე ტაიმში მსაჯის მიმართ უფრო მეტი პრეტენზია გორელებს ჰქონდათ. ერთ-ერთ ეპიზოდში, გიორგი ჯანელიძესთან შეჯახების შემდეგ, "დინამოს" საჯარიმოში გორელიშვილი წაიქცა, მაგრამ სტუმართა პროტესტის (ჩვენიანს ხელი ჰკრესო) მიუხედავად, ხორავას პენალტი არ დაუნიშნავს.
69-ე წუთზე "დინამოს" ორმატჩიანი რაუნდისთვის წერტილის დასმა შეეძლო. საჯარიმო საბა ლობჟანიძემ შეასრულა, გიორგი გველესიანი კი მცველებს დაუსხლტა, თუმცა ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.
გორელთა მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა მოედანზე მეორე თავდამსხმელი - გიორგი ერისთავიც შეუშვა. "დილამ" ბოლო ძალები მოიკრიბა და შეუტია, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოუვიდა - ნახევარფინალის საგზური კახა გოგიჩაიშვილის გუნდმა მოიპოვა.
საქართველოს თასი. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩები
09.03. თბილისი. "დინამო არენა". 1 500 მაყურებელი
დინამო (თბ)-დილა 1:0
პირველი მატჩი 0:0
გოლი: 1:0 კაკაბაძე (22. ჭანტურიშვილის პასით)
დინამო (4-2-3-1): ჰრდლიჩკა - კაკაბაძე, გველესიანი, ფერეირა, თოთაძე - ცინცაძე, ბუკორაცი (53. ჯანელიძე) - ჭანტურიშვილი, კიტეიშვილი, ლობჟანიძე (83. ჯიღაური) - მანუელი (62. ჩირგაძე).
სათადარიგოები: დაუშვილი, ტაბატაძე, მიქელთაძე, ჯაფიაშვილი
მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი
დილა (4-2-3-1): მიგინეიშვილი - ხურცილავა, კვახაძე, ბაგაევი, მარიჩი (87. წიქარიძე) - ფალავანდიშვილი, გვალია - სეთურიძე, თექთურმანიძე (55. ერისთავი), კვეკვესკირი (82. ახალკაცი) - გორელიშვილი.
სათადარიგოები: სომხიშვილი, ჯაფარიძე, ქარქუზაშვილი, რაზმაძე
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
გაფრთხილება: თოთაძე (28), ონვუ (58), ბაგაევი (75), ხურცილავა (90)
გაძევება: კვახაძე (მატჩის შემდეგ)
არბიტრი: ჯ. ხორავა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული
გავა დინამო ევროპაზე და მერე დაიწყება ლაპარაკი რატო ვერ ტამაშობს და ასე შემდეგ,პასუხს ეხლავე გაგცემთ, ესეთი ტამაშებიტ გასულმა გუნდმა რა უნდა გააკეთოს?... და თქვენი მსაჯობისთვისაც .......ისე ჯურნალისტების საყურადგღებოდ იქნება რაიმე სტატისა დაგეწერათ ამ თამაშტან დაკავშირებით?სიტყის თავისუფლება...
1. რა თქმა უნდა შუა მოედანში ობიექტურად სჯიდა მსაჯი. მაგრამ დინამოს საჯარიმოს მისადგომებთან გაურბოდა პრინციპულ გადაწყვეტილებებს! საერთე რომ არ შექმნიყო დინამოს კარებს.
2. მატჩის დამთავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე დინამოს საჯარიმოს მარცხენა მხარეს მოთელეს შემტევი გორელი ფეხბურთელი (ფეხი დაუდეს და ზურგში უბიძგეს)მაგრამ სასტვენი დუმდა. დინამომ გამოიტანა ბურთი საჯარიმოდან და მოედნის ცენტრში სათამაშო ეპიზოდში გააჩერა თამაში!)))
ჩემ ადგილიდან იდეალურად ჩანდა დარღვევა, რომელსაც პენალტი მოსდევს. დასდეთ კადრები, გაარჩიეთ ეგ ეპიზოდი! იმდენი კამერები იყო სტადიონზე - რა პრობლემა გაქვთ ჟურნალისტებს ფაქტობრივად გაარჩიოთ ეპიზოდი? იმის ნაცვლათ, რომ აუგად წეროთ დილას ფეხბურთელების (და გულშემატკივრების!) აღშფოთებაზე...
უმოდებაძოდ დილას უჭირს. ძნელია თუ არც მსაჯია ობიექტური!