გია გეგუჩაძე, "დინამოს" მთავარი მწვრთნელი:
"ტიტულის შენარჩუნება ნებისმიერი გუნდისთვის მნიშვნელოვანია. იმედია, ორივე ფინალისტი ხარისხიან და საინტერესო ფეხბურთს შესთავაზებს გულშემატკივარს.
სამწუხაროა, რომ ვერ გვეხმარებიან ტრავმირებული ჭანტურია და ტაბატაძე, ხოლო შერგელაშვილი დისკვალიფიცირებულია. მიუხედავად იმისა, რომ რენე ფერეირამ ვარჯიშზე ფეხი იტკინა, არა მგონია, ტრავმა სერიოზული იყოს.
რაც შეეხება იმას, რომ ფინალში გერმანელები იმსაჯებენ,
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"