გადაწყვეტილება შეიცვალა: ქართულ "კლასიკოზე" ქომაგსაც დაუშვებენ

AutoSharing Option
დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მეოთხედფინალური ეტაპის მატჩს "დინამო თბილისსა" და "ტორპედოს" შორის, მაყურებელი დაესწრება. აღნიშნული გადაწყვეტილება სპორტულმა ტრიბუნალმა დღეს, 15 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე მიიღო.

შეგახსენებთ, რომ უმაღლესი ლიგის მე-14 ტურში "დინამოს" და ბოლნისის "სიონის" გულშემატკივართა ჩხუბის გამო სადისციპლინო კომიტეტმა თბილისურ გუნდს 3000 ლარის სახით ჯარიმა დააკისრა და თან, საშინაო მატჩის ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩატარებით დასაჯა. შესაბამისად, ქართულ "კლასიკოს" უმაყურებლოდ უნდა ჩაევლო.

ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების შემდეგ საფეხბურთო კლუბმა
"დინამო თბილისმა" საფეხბურთო დავების განმხილველ სპორტულ ტრიბუნალს პრეტენზიის უზრუნველყოფის თაობაზე მიმართა. საფეხბურთო დავების განმხილველმა სპორტულმა ტრიბუნალმა მიიღო პრეტენზია და "დინამო თბილისს" ძირითადი პრეტენზიის წარმოდგენამდე, მხოლოდ დისკვალიფიკაციის ნაწილში, დროებით შეუჩერა სადისციპლინო კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

იმ შემთხვევაში, თუ სამი დღის ვადაში "დინამო თბილისი" დასაბუთებული პრეტენზიით არ მიმართავს სპორტულ ტრიბუნალს, ძალაში დარჩება სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება.

ხვალ, 16 დეკემბერს, 16:00 საათზე, "დინამო არენაზე" საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის 1/4-ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრა გაიმართება, სადაც ერთმანეთს თბილისის "დინამო" და ქუთაისის "ტორპედო" დაუპირისპირდებიან. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ქუთაისში დინამოელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

"დინამოსა" და "ტორპედოს" შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების ფასი 2 და 5 ლარს შეადგენს.
მკითხველის კომენტარები / 9 /
კლასიკო არა იხვი :D.
ბრდღვნა იქნება ბრდღვნა :D
dadas
16:25 15-12-2015
0
სამუშაო დღეს, 4 საათზე ვინ იწყებს ფეხბურთს? 7-ზე მაინც დაგენიშნათ..
ქუთაისელი
16:58 15-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული