თბილისის "დინამომ" საქართველოს თასი მოიპოვა

AutoSharing Option
18 მაისს ქუთაისში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი გაიმართა. ერთმანეთს ქვეყნის ჩემპინი თბილისის "დინამო" და ბოლნისის "სიონი" დაუპირისპირდნენ - "დინამომ" შეხვედრა ანგარიშით 1:0 მოიგო და თასს დაეპატრონა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 29-ე წუთზე ვახტანგ ჭანტურიშვილმა საჯარიმოს მისადგომიდან ძლიერი დარტყმით გაიტანა.

დარჩენილ დროში გოლი აღარ გასულა. ბოლოს "სიონი" სულაც 10 კაცის ამარა დარჩა. მსაჯმა ბოლო წუთზე მოედნიდან გურამ გიორბელიძე გააძევა.

თბილისის "დინამომ" მე-13-ედ მოიგო საქართველოს თასი და მეათედ შეასრულა ოქროს დუბლი (ჩემპიონობა და თასი).

დინამო-სიონი 1:0
გოლი: ჭანტურიშვილი (29).
გაძევება: გიორბელიძე (90. სიონი).

 

მკითხველის კომენტარები / 18 /
საუკეთესო გუნდი ვართ საუკეთესო ქალაქიდან. გენაცვალეთ. მეტი მონდომება, ტრანსფერები და ლიგაზე უნდა გვასახელოთ წელს.
dinamoeli
21:18 18-05-2016
0
გილოცავთ ბიჭებო, თქვენ მართლა იმსახურებდით წელს დუბლს, წარმატებებს გისურვებთ მომავალშიც და იმედია ევროთასებზე წარმატებას მიაღწევთ!!!
giorgi
21:53 18-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული