ლადო ბურდული: ლოჟაში ვინც იჯდა, ყველამ თქვა, ხელიაო!

AutoSharing Option
საქართველოს თასის ფინალის შეფასება ბოლნისის "სიონის" გენერალურ დირექტორ ლადო ბურდულს ვთხოვეთ.

ერთ-ერთ ეპიზოდში ბოლნისელები 11-მეტრიანის დანიშვნას ითხოვდნენ, იმ მოტივით, რომ დინამოელ ოთარ კაკაბაძეს ბურთი ხელზე მოხვდა. თუმცა არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა იმ მომენტში თამაშის გაგრძელება ბრძანა.

"დავიწყებ იქიდან, რომ დიდ მადლობას გადავუხდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას! თასის ქუთაისური ფინალი ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული.

შესაძლოა, თამაში ვერ გამოვიდა სანახაობრივი, მაგრამ ეს იმიტომ, რომ სწორედაც ფინალი იყო და ხშირად ხდება ხოლმე ასე...

მთლიანობაში,
თანაბარი თამაში იყო. მიმაჩნია, რომ მეორე ტაიმში "სიონს" უპირატესობა ჰქონდა. "დინამომ" თავიდანვე კონტრშეტევებზე დაგეგმა თამაში. თუ არ ჩავთვლით ჭანტურიშვილის იმ ერთ ეპიზოდს, ჩემი აზრით, "სიონმა" ძალიან კარგად ითამაშა. დავამატოთ ამას ისიც, რომ 6 ფეხბურთელი გვაკლდა...

რაც შეეხება მსაჯობას, კარგა ხანია, ამ თემაზე კომენტარი არ გამიკეთებია. მსაჯიც ადამიანია. ჩვენც ყველა ვცდებით და ცდება ისიც...

შეფასების სახით არა, მხოლოდ ჩემს აზრს ვიტყვი - არბიტრს უნდა დაენიშნა 11-მეტრიანი. ლოჟაში ვინც იჯდა, ყველამ თქვა, ხელიაო! მხოლოდ ყრუაშვილმა თქვა, მუხლზე მოხვდა ბურთი ფეხბურთელს და არა - ხელზეო...

რას ვიზამთ... ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, სრულყოფასა და წინსვლას. ვეცდებით, მომავალ სეზონში "სიონი" ისეთი გუნდი იყოს, რომელიც არ იქნება დამოკიდებული მსაჯის მიერ დანიშნულ თუ არდანიშნულ თერთმეტმეტრიანებზე", - გვითხრა ბურდულმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 22 /
თუ გგონია, რომ მსაჯმა მიზანმიმართულად დააშავა "შეცდომა", მაშინ მარტო მას ნუ მოთხოვთ, თუ "ერთი ადგილი" გაქვთ, და მოთხოვეთ იმათ ვინც მაგ "მსაჯებს" ავალებს სიბინძურეს.
izi
17 იანვარი 2017 20:45
0
გასაგებია, რომ მსაჯებს სასწავლი აქვთ და გამოსასწორებელი საქმე, მაგრამ ფეხბურთელები გინდა "სიონის" და გინდა "დინამოსი" კლასით მაგ მსაჯებზე მაღლა დგანან? ხო და კიდევ, ფულს რო ახსენებს ზოგი, ნაყიდი მსაჯიაო... ნაყიდი მცველები და მეკარეები არ გაგიგონიათ, ხო? რა სიბნელეში ცხოვრობთ ხალხო?!
VENDETTA
21 მაისი 2016 20:18
0
აბა როგორ??მსაჯი პირდაპირდაქვემდებარებაშია ქვეყნის მთავარსარდალთან!))
izi–ს
20 მაისი 2016 15:48
0
ფიფია დაშალე ეს გუნდი, ბაზა გაყიდე და ბიზნესს მიხედე. ვერ ხედავ შემდეგ ჩემპიონატში ექვსეულის შანსიც კი არ გაქვს, 6 კაცი რომ დაუბრუნდება სიონი პირველზე გავა ასიანი, მეორე სამტრედია ყოფილა, ჩიხურა და დილასთან შანსი არ გაქვთ,იქაც ტორპედო და ცხინვალი და ... წადი ბიძიკო, რომან სხვა გასართობი ნახე. ვაიმე რა გვეშველება ამდენი პროფესორის ხელში... ზოგიერთის გასაგონად - დინამოს პერსპექტივა მაინც აქვს და მომავლის მაინც ჯერავს. შედეგი აუცილებლად მოვა ადრე თუ გვიან. სხვა რომელმა გუნდმა იცი 100%-ით რო შემდეგ ჩემპიონატს ბოლომდე ჩაამთავრებს?
gio
20 მაისი 2016 15:27
0
ლოჟაში გიორგი მარგველაშვილმა,თუნდაც ხეჩიკაშვილმა რა თქვა საინტერესო უნდა იყოს მწვრთნელისთვის, მით უმეტეს მსაჯისთვის?
izi
20 მაისი 2016 14:58
0
მარტო ორ კომენტარს გავცემ პასუხს "ლადო ბურდულისნაირი სპეციალისტები რომ არიან საქართველოში" - რომა - მართალია სრული უფლება გაქვს შენი აზრი გამოთქვა მაგრამ : არსებობს ასეთი "ჯიგრული" წესი მეც მაქვს იგივე უფლება )))) გაფიცებ "სპორტალკომენტარმეგობრობას" რა იცი ამ ადამიანის შესახებ ? )) ერთხელ მაინც ყოფილხარ სტადიონზე ბოლნისში ? გინახავს იქაური ატმოსფერო ? გისაუბრია ბოლნისელებთან კვირიდან კვირამდე როგორ ელოდებიან თამაშს ?...ხანდახქან ფიქრი დაფიქრება ასწორებს !!! ახლა მეორე მმმ რომა ისევ შენ მოყევი "პრიკუპში" ჯერ ეს ერთი იტყუები როცა ამბობ "თუ ხელი გოლის გასვლას არ უშლის ხელს იქ პენალტი არ ინიშნება" ეს არის ტყუილი !!! შემიძლია არაეღტი თამაში მათ შორის თბილისის დინამოს სასარგებლოდ დანიშნული იგივე შემთვევა მოვიყვანო მაგალითად !! რაც შეეხება ევროპის ლიგას შეგიძია შებრძანდე უეფა.კომ არსებობს ასეთი საიტი და იქ დეტალურად არის განხილული მაგ სამი აშკარა 11 მეტრიანები დეტალებში "პროფესიონალების" მიერ !!! ხო მართლა სტადიონზე თუ დადიხარ ეგეც მაინტერესებს )))
dito kaldarashvili
20 მაისი 2016 14:46
0
გიზოგგ სასაცილოა შენი კომენტარი და სირცხვილი,მსაჯი ამ საქმის პროფესიონალი?:D :D :D პროფესიონალს არ ეშლება ყოველთვის ერთი გუნდის სასარგებლოდ,ისეთი შთაბეჭდილება იყო ეშინოდა დინამოს ფეხბურთელების
irakli
20 მაისი 2016 14:37
0
ჩემდა სამწუხაროდ ვერ დავესწარი ამ თამაშს და ტელევიზორში ვუცქერდი ! ფეხბურთის წესების თანახმად საჯარიმოში მოთამაშის (მეკარე არ იგულისხმება) ხელის და ბურთის კონტაქტი არის ელემენტარული წესების დარღვევა ! და უბრალოს აბსურდია ამაზე კამათი ჯერ წესები უნდა ვისწავლოთ მეგობრებო ! ეს იყო აშაკარა 11 მეტრიანი !!! თამაში თავისი დრამატურგიით იყო ძალიან კარგი დაძაბული მაგრამ ასეთი დონის თამაშების ბედს წყვეტს ასეთი ეპიზოდები სიონი აშკარად დაიჩაგრა ამ შემთვევაში !!!
dito kaldarashvili
20 მაისი 2016 14:32
0
"დინამომ" ხომ დაპუტა ყველაფერი ერთხელ დაარტყეს მთლად კარში რა გაქვთ სალაპარაკო ხელზე ნამდვილად მოხვდა აი პენალტის დანიშვნა რამდენად შეიძლებოდა ეს სხვა საქმეა მიზეზად ის აქვთ ბურთი კარში არ მიდოდაო მე დარწმუნებული ვარ ასეთ შემთხვევაში "სიონის" კარში პენალტი აუცილებლად დაინიშნებოდა ეს "დინამო" ევროპაში შეგვარცხვენს !
kukuta
20 მაისი 2016 14:25
0
მართლა გრიშა ბრძანდები.იქნებ ჩამოთვალო ის 4–5 გუნდი, სიონის გარდა.სიონი კი მართლაც კარგი გუნდია.
რეზო
20 მაისი 2016 14:14
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული