ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს თასის მფლობელია

AutoSharing Option
22 ნოემბერს ზესტაფონში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საქართველოს თასის ფინალური მატჩი გაიმართა.

ფინალური შეხვედრა მარტვილის "მერანისა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის ჩატარდა, რომელიც ტორპედოელების გამარჯვებით ანგარიშით 2:1 დასრულდა. ამ გამარჯვების შემდეგ ქუთაისის "ტორპედომ" ისტორიაში მესამედ მოიპოვა საქართველოს თასი.

აქვე გეტყვით, რომ თასის მოგებით "ტორპედომ" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლებაც მოიპოვა.

შეხვედრაში ანგარიში ქუთაისელებმა გახსნეს. საჯარიმო დარტყმის შემდეგ მარტვილელთა კარში თავური დარტყმით ბურთი გიორგი გურულმა გადაგზავნა - 0:1.

36-ე წუთზე კი ბექა ტუღუშმა საჯარიმო დარტყმიდან გაიტანა. "მერანმა" სხვაობის შემცირება 53-ე წუთზე
მოახერხა. გოლის ავტორი ნიკოლოზ საბანაძე გახდა, რომელმაც ასევე საჯარიმო დარტყმიდან გაიტანა.

ზესტაფონი, "დავით აბაშიძე"
მერანი-ტორპედო 1:2
გოლები: 0:1 გიორგი გურული (16), 0:2 ბექა ტუღუში (36), 1:2 ნიკოლოზ საბანაძე (53)

ძირითადი შემადგენლობები
მერანი: 99. დავით კუპატაძე, 3. სერგი ორბელაძე (კ), 4. გიორგი ციმაკურიძე, 6. ბენჯამინ ტეიდი, 7. შოთა ჯიქია (ზვიად ქანთარია 46), 9. ნიკოლოზ საბანძე, 11. აკაკი შულაია, 13. აკაკი წყაროზია (გიორგი გეგია 61), 23. კიჭი მელიავა, 30. ანდრო გიორგაძე, 44. ლაშა ჩალაძე

მთ. მწვრთნელი: გიორგი მიქაძე

ტორპედო: 89. როინ კვასხვაძე (კ), 2. ვაჟა ტაბატაძე, 4. ანრი ჭიჭინაძე, 5. გუგუა ფალავანდიშვილი, 6. ოლეგ მამასახლისი, 8. შოთა ბაბუნაშვილი (გაბრიელ საღრიშვილი), 9. თორნიკე კაპანაძე (გიორგი ნერგაძე 71), 22. გრიგოლ დოლიძე (ალექსი ბენაშვილი 86), 23. გიორგი ქიმაძე, 27. გიორგი გურული, 88. ბექა ტუღუში

მთ. მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

სათადარიგო სკამი
მერანი: 22. ზურაბ მამალაძე, 5. გიორგი გეგია, 8. ლევან წოწონავა, 14. ზვიად ქანთარია, 15. თორნიკე ჩუბითიძე, 70. რევაზ გეწაძე, 77. გიორგი ჯიჯელავა

ტორპედო: 1. მაქსიმე ქვილითაია, 7. გაბრიელ საღრიშვილი, 10. ვანო წილოსანი, 18. გიორგი ნერგაძე, 25. შალვა ბურჯანაძე, 45. ოთარ კვერნაძე, 77. ალექსი ბენაშვილი

მსაჯები
გ. ვადაჭკორია, ზ. მენთეშაშვილი, ზ. ფიფია, დ. ხარიტონაშვილი, ა. ნონიკაშვილი, დ. სანოძე
მკითხველის კომენტარები / 12 /
როდის წავა ეგ სუბიექტი მერანიდან? ჯერ იყო და უმახლესიდან გააგდო გუნდი,მერე გარიგებული ტამასი,ეხლა კი ტასის ვერ ახება,,გუნდს ხელს უსლის,,უნდა წავიდეს სასწრაფოდ,
kaci
23 ნოემბერი 2016 20:04
0
George -ს
ძმავ წესიერი კაცი სჩანხარ მაგრამ რატომ გინდა თავი გამოიდო სსვისი უმსგავსობის გასამართებლად? თქვი რომ ეს უმსგავსობა არ უნდა მომხდარიყო და არ უნდა ხტუნავდეს პლასტიკის სკამზე ქომაგი,ამას არ აკეთებდნენ მარტვილელები და არც არაფერი დაემსხვრათ,1 სკამიც კი არ აღმოჩნდა გატეხილი,გსურს დაგვარწმუნო რომ მარტვილელთა მხარეს ნაკლებად აქტიური იყო გულშემატკივარი,მათ მხარეს რიგებს შორის მეტია სიგანე და მათ მხარეს უმსხვრევი,ანტივანდალური სკამები იდგა? ხომ ვიცით რომ ეს ასე არ არის?
გარინჩა
23 ნოემბერი 2016 17:03
0
გარინჩა და 1
მინდა ამ ორ ადამიანს გამოვეხმაურო
პირველ რიგში მეც ვიყავი სტადიონზე და ზუსტად ხსენებულ ტრიბუნაზე ვიჯექი
მაინტერესებს სად დაინახეთ ჩხუბი და აუყზაური?
ერთად ერთი რაც ჯუნგლებმა გააკეთეს იყო 90წუთის განმავლობაში საკუთარი გუნდის გულშემატკიბრობა
არც ერთი ინციდენტი და მით უფრო ჩჰუბი და გაწევ გამოწევა არ ყოფილა
რაც შეეხება სკამებს დიახ ალბათ 100 სლამამდე ნამდვილად გატყდა ამაში თავს ნამდვილად ვერ ვიმართლებთ თუმცა სკამები აშკარად სუსტი და ძველი იყო თანას საკმაოდ ახლოსააა და ელემენტალურად ერთმანეთს ვერ აუვლი გვერდს მით უფრო როცა მთელი სამ სააათნახევრის განმავლობაში ფეხზე დგას ყველა. ყოველ თამაშზე ასეა ქუთაისში და არც ერთი სკამი არ ტყდება ეგრე იყო თბილისში არანალლებ პრინციპულ თამაშზე და არაფერი გაფუდებულა იქაც.
კიდევ ერთხელ ცუდია რომ ის სკამები გატყდა თუმცა ძალით და განძრახულად ეს არავის ჩაუდენია
George
23 ნოემბერი 2016 15:43
0
ქუთაისელ პატიოსან გულშემატკივრებს ჩემი უღრმესი პატივისცემა, მაგრამ გასვლით მატჩებზე ასეთები უკიდურესი უმცირესობა ხართ სამწუხაროდ, რადგან უმრავლესობა არის ვანდალები და ბარბაროსები,ასეთების ადგილი არც ტყეში და არც ზოოპარკში არაა,ესენი ცალკე რეზერვაციაში უნდა გაასახლო 30 მეტრიანი ბეტონის ღობით. მართლა ჯუნგლები და ხონის ფსიქიატრიულიდან გამოქცეულებივით ხომ არ უნდა იქცეოდეთ?
მთლად დაუკარგეს ხიბლი და სილამაზე ამ ლამაზ მატჩს. მე რომ ტორპედოს ფეხბურთელი ვიყო,ასეთი ვანდალი "გულშემატკივარ-ფანის" გამო კლუბს დავტოვებდი.
ფედერაციას კი ვურჩევ რომ ტორპედოელთა გასვლით მატჩებზე მათ სექტორში სპეციალურად 5-8 ვიდეოთვალი მიმართოს მაღალი გარჩევადობის რომ ყოველი ვანდალი იქნეს დაფიქსირებული და დაჭერილი.
გარინჩა
23 ნოემბერი 2016 14:21
0
რაც არ უნდა მოიგონ უკვე ამ გუნდის მიმართ პატივისცემა იკარგება. საფეხბურთო კულტურა ვერ დამკვიდრდა სამწუხაროდ ამ უძველესი ცივილიზაციის ქალაქში. ყველგან ჩხუბი და სკამების მტვრევა შეიძლება? იგებ თუ აგებ სულერთია. ვანდალიზმია ის რაც ზესტაფონის სტადიონზე გუშინ მოხდა. განადგურებულია სექტორი სადავ ტორპედოს "გულშემატკივარი" იჯდა
1
23 ნოემბერი 2016 11:15
0
მთავარი გამოგჩა დინამო რაც ძალიან არ მოგწონს და არ გინდა რო აღნიშნო გეტყობა :D
romandros
23 ნოემბერი 2016 10:03
0
ვულოცავ!!!
ნახევარფინალში ტორპედომ დინამოსაც მოუგო. თუ სხვა გუნდებს პრეტენზია ქონდათ, ეთამაშათ. მაგრამ romandro ფედერაციის ბოსტანში ისვრის კენჭებს.
haha
23 ნოემბერი 2016 10:02
0
დარწმუნებული ვარ რომელიმე თბილისური გუნდი ან ცხინვალი რო გასულიყო ფინალში სტადიონი ნახევრად ცარიელი იქნებოდა,ასე რომ დიდი ძალა აქვს რეგიონებში ფეხბურთს და მოუფრთხილდით ფედერაცია რეგიონებს და ნუ გადააქცევთ უმაღლეს ლიგას თბილისის ჩემპიონატად.ტორპედოს კიდე ვულოცავ თასის მოგებას და მერანს ვერცხლის მედლებს ქების მეტი ამ გუნდზე სხვა რაღა უნდა ვთქვათ.
გორის დილა
23 ნოემბერი 2016 08:38
0
კარგით რა ხალხნო სირცხვილია თამაშის მერე სხვადასხვა მიზეზების გამოგონება. გაიმარჯვა უძლიერესმა, თასია, თუ ვინმეს რამე სხვა პრეტენზია ქონდა, გასულიყო ფინალში და მოეგო. დღეს ტორპედოა გამარჯვებულია და მივულოცოთ!!!
kote
23 ნოემბერი 2016 02:54
0
ისე წელს მაგარი რთული გზა გაიარა ტორპედომ ამ თასის მოსაპოვებლად. სამგურალი,ოდიში1991,სულორი, და ბოლოს ფინალში მერანის სახით კიდევ უფრო ძლიერ გუნდს ფადაეყარა, და ურთულეს დაპირისპირებაში მოიპოვა გამარჯვება...ასეთი თასის გათამაშება დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთს არახსოვს..DDDD ვულოცავ.
romandro
22 ნოემბერი 2016 23:35
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული