“პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონი საშუალებას მოგვცემს სტადიონებზე უსაფრთხოების ზომები ავამაღლოთ. ჩვენ უფლება გვეძლევა ლუდი სტადიონებზე და მის გარშემო გავყიდოთ, მაგრამ თავად უეფა ამის დაშვებას არ აპირებს. მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით დანიური “კარლსბერგი” ერთადერთი ფირმა იქნება, რომელსაც ეს უფლება მიენიჭება. აღნიშნული კომპანია გარანტიას იძლევა, რომ არენებზე მხოლოდ და მხოლოდ უალკოჰოლო ლუდი გაიყიდება,” - აცხადებს
მოგეხსენებათ, უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი ამ დღეებში უკრაინაში იმყოფებოდა, სადაც მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და დარწმუნდა, რომ თანამასპინძელი ქვეყანა პრაქტიკულად მზად არის ჩემპიონატის მისაღებად. მუსიე მიშელმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე შემდეგი განცხადება გააკეთა:
“უკრაინა თითქმის მზადაა ევრო 2012-ისთვის. მზადების ტემპთან დაკავშირებით დიდი პრობლემები არ არის. არის მხოლოდ მცირე დეტალები, რაც მოგვარებას მოითხოვს. ხარკოვის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც მე გავხსენი, ძალიან კარგია, სტადიონი მშვენიერია. სამუშაოებია ჩასატარებელი სატრანსპორტო და სასტუმრო სისტემის გამართულად სამუშაოდ. რაც შეეხება სხვა მასპინძელ ქალაქებს, მაგალითად ლვოვში სტადიონზე ბალახის საფარი ბოლომდე ჯერ არ დაგებულა, დონეცკში ექსპლუატციაში არ შესულა აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი.
ორი წლის წინ ჩვენ წინაშე საკითხი ასე იდგა: შევძლებთ თუ არა უკრაინაში ევროპის ჩემპიონატის ჩატარებას, ერთი წლის წინ, ორი ქალაქისთვის მიგვეცა მასპინძლობის უფლება თუ ოთხისთვის, დღეს კი ყველა ქალაქი მზადაა და დარჩენილი დრო მაქსიმალურად ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად”.
გარდა საორგანიზაციო საკითხებისა, პლატინიმ ყურადღება გაამახვილა შავ ბაზარზე ბილეთების გაყიდვის საკითხზეც: “უკრაინაში არსებობს ვებგვერდები, რომელიც მაყურებელს ბილეთებს იმაზე 30-ჯერ მეტ ფასად სთავაზობს, ვიდრე მისი რეალური ღირებულებაა. ამ პრობლემას ვიცნობ. არსებობს ბილეთების უკრაინული შავი ბაზარი და ვიცი, რომ ეს არაკანონიერია. ჩვენ აუცილებლად ვიმუშავებთ ამ საკითხის გადასაჭრელად”.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"