ანალოგიური ინსპექცია მან უკრაინაში უკვე ჩაატარა და კმაყოფილი დარჩა. პოლონური პრესის ინფორმაციით, ფრანგი ფუნქციონერი გდანსკს, ვროცლავს, პოზნანს, ვარშავასა და კრაკოვს ესტუმრება. ბატონი პრეზიდენტი ამ ქალაქებში სტადიონებს, აეროპორტებს დაათვალიერებს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება. 13 ოქტომბერს კრაკოვში პლატინი ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის კენჭისყრას დაესწრება.
ამავე დღეს გაიმართება ევროკავშირის ქვეყნების სპორტის მინისტრთა არაოფიციალური შეხვედრა, სა
უეფას დელეგაციაში პლატინის გარდა იქნებიან უეფას გენერალური მდივანი ჯანი ინფანტინო, აღმასრულებელი დირექტორი დევიდ ტეილორი და უეფას ოპერაციათა დირექტორი მარტინ კალენი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"