ევრო 2012 - სულ უფრო ნაკლები სანერვიულო

AutoSharing Option
გერმანულმა “შპიგელმა” უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც ფრანგმა ფუნქციონერმა ევრო 2012-ისთვის მზადებაზე ილაპარაკა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, როდის მიხვდით, რომ თანამასპინძელი უკრაინა ევროფორუმის სამასპინძლოდ მზად იყოო. პლატინის თქმით, უკრაინაში ჩასატარებელ მოსამზადებელ ეტაპზე ბოლო თვეები გადამწყვეტი იყო.

აი, რას აცხადებს ის: “იმაში, რომ უკრაინა მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს პირნათლად შეასრულებდა, მხოლოდ ბოლო ორ თვეში დავრწმუნდი. ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტებმა ორივე ქვეყანაში ნამდვილი გარღვევა მოახერხეს ევროპის პირველობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოსამზადებელ სამუშაოებში. ამ თვალსაზრისით, ამ ეტაპზე ყველაფერი მზადაა.

ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე იყო, რაც
კი შეიძლებოდა ორგანიზატორების წინაშე დამდგარიყო. ისინი კი ამ პრობლემას გაუმკლავდნენ. ახლა მათ უცხოელი ექსპერტებისა და უეფას წარმომადგენლების რჩევების მოსმენაღა დარჩათ.

ჯერ კიდევ მოსაგვარებელია პატარ-პატარა პრობლემები, რომელიც უახლოეს თვეებში მოევლება. ერთი სიტყვით, ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით ყოველდღიურად უფრო და უფრო უფრო ნაკლები სანერვიულო მრჩება”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული