ირლანდია ოთხ მილიონს გაიღებს

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის გამო ირლანდიის საფეხბურთო ასოციაცია ნაკრების ფეხბურთელებს პრემიის სახით 4 მილიონ ევროს გადასცემს, - გვამცნობს ირლანდიური გამოცემა "ინდეპენდენტი". კუნძულელებმა უკანასკნელად ევროპის პირველობაზე 1988 წელს ითამაშეს.

მაშინ საბჭოთა კავშირის, ჰოლანდიისა და ინგლისის ჯგუფში მათ საპატიო მესამე ადგილი დაიკავეს.

ფეხბურთის ფედერაცია 72 წლის ჯოვანი ტრაპატონისთან ხელშეკრულების გაგრძელებას უახლოეს მომავალში გეგმავს. მოქმედ კონტრაქტს ვადა უკრაინა-პოლონეთში გასამართი ტურნირის დასრულების შემდეგ ეწურება. "ჯერჯერობით იმის თქმა შემიძლია, რომ ტრაპატონისთან ერთად მუშაობა ამ შესარჩევ ეტაპზე უზარმაზარი სიამოვნება იყო.

რამდენიმე კვირის შემდეგ ქვეყნის ფეხბურთის მესვეურები აუცილებლად
დავსხდებით იტალიელთან ერთად მოლაპარაკების მაგიდაზე. აშკარაა, რომ ჩვენს გუნდს უზარმაზარი პროგრესი აქვს. გეხსომებათ, სად ვიყავით ოთხი წლის წინ და სად ვართ ამჟამად," - განუცხადა "სქაი სპორტს" ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ დელეინიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული