სლავენ ბილიჩი: არსადაც არ მივდივარ

AutoSharing Option
ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სლავენ ბილიჩმა რუსულ პრესას ინტერვიუ მისცა, სადაც უარყო იმის შესაძლებლობა, რომ სამუშაოდ მახაჩყალის “ანჟის” ჩაიბარებს. მან სხვა საინტერესო თემებზეც ილაპარაკა.

- ოთხი წლის წინ, როცა ხორვატიის ნაკრებით გუუს ჰიდინკის რუსეთი დაამარცხეთ, ჰოლანდიელმა სმს მოგწერათ, ვამაყობ, რომ შენთან ნაცნობობა მაკავშირებსო. ამ ისტორიის შემდეგ შეიძლება თუ არა თქვენ მეგობრები გიწოდოთ?
- დიახ, მართალია. 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შემდეგ მე და გუუსი კარგი მეგობრები გავხდით. რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს, მათ შორის ახლა, სტამბოლური მატჩის წინაც. მახსოვს, ავსტრია-შვეიცარიაში გასამართი
ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრაზე ლუცერნში შევხვდით, ლიფტში ერთად მოვხვდით. წყნარად ვიდექით, მერე უცბად მომიბრუნდა და გადამეხვია. არაჩვეულებრივი ადამიანია. ნამდვილი ჯენტლმენი.

- ზაგრებული მატჩის შემდეგ უკვე თქვენ გადაეხვიეთ მას. მინდორთან ახლოს რამდენიმე წუთი ელაპარაკეთ ერთმანეთს. რაზე საუბრობდით, თუ საიდუმლო არ არის?
- საიდუმლოა. დაე, ჩვენ ორს შორის დარჩეს. ჰიდინკმა წაგების მიუხედავად გამონახა ძალა და ჩვენს გასახდელში შევიდა ბიჭებისთვის მისალოცად. იმ მომენტში იქ არ ვიყავი. თავად მე თურქების გასახდელში გახლდით.

- გუუს ჰიდინკს უამრავი კლუბი იწვევს, მათ შორის მახაჩყალის “ანჟი”. გსმენიათ ამ კლუბის ამის შესახებ?
- ვფიქრობ, მახაჩყალის “ანჟის” არსებობის შესახებ მთელმა მსოფლიომ იცის. კლუბის შესახებ პირველად მაშინ გავიგე, როცა იქ რობერტო კარლოსი გადავიდა. შემდეგ მის კვალს სამუელ ეტოოც დაადგა.

- რუსეთიდან თუ მიგიღიათ ოდესმე წინადადება?
- ამ შეკითხვას ბევრი მისვამს. ვადასტურებ, ჩემდამი ინტერესი მრავალ კლუბს გასჩენია, მაგრამ მე ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვარ და აქედან წასვლას ნამდვილად არ ვაპირებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული