პრეზიდენტის აღიარება

AutoSharing Option
უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ მორიგი აღიარება მოიპოვა. ის იტალიური ფეხბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს. ფრანგი ყველა დროის საუკეთესო უცხოელ ფეხბურთელად დასახელდა, ვისაც ოდესმე იტალიაში ბურთი გაუგორებია. მასალა უეფას ვებგვერდმა მოამზადა.

დარბაზის გახსნის საზეიმო ცერემონიალი ფლორენციაში სახელგანთქმულ "პალაცე ვეკიოში" გაიმართა, სადაც მიშელ პლატინის იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ გადასცა კიდეც დამსახურებული ჯილდო.

უეფას პრეზიდენტის დაჯილდოების პატივი ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლუიჯი ფერაილოს ხვდა წილად. პლატინი იტალიაში 1982/87 წლებში "იუვენტუსის" შემადგენლობაში თამაშობდა, სადაც ორჯერ ქვეყნის ჩემპიონატი და ერთხელ თასი მოიგო. 1984 წელს "ბებერი ქალბატონის" რიგებში
მან თასების თასი და ევროპის სუპერთასი მოიგო, 1985 წელს კი პლატინის "ბიანკონერიმ" ჩემპიონთა თასზე გაიმარჯვა. გუნდმა მოგვიანებით საკონტინენტთაშორისო თასიც დაისაკუთრა.

1983 წელს პლატინი 16 გოლით გახდა სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი, მან ეს მიღწევა 1984 და 1985 წლებშიც გაიმეორა, შესაბამისად 20 და 18 ბურთით. ამავე წლებში ის ზედიზედ სამჯერ გახდა "ფრანს ფუტბოლის" ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის მფლობელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული