კეირუშისა და რონალდუს გარეშე

AutoSharing Option
პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის კარლუშ კეირუშის ასისტენტმა აგოშტინიუ ოლივეირამ იმ 21 ფეხბურთელის გვარები გამოაცხადა, რომლებიც თავისი ქვეყნის ღირსებას 3 და 7 სექტემბერს კვიპროსისა და ნორვეგიის ნაკრებებთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩებში დაიცავენ. რატომ ოლივეირა და არა თავად კეირუში? იმიტომ, რომ ნაკრების დამრიგებელი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ ერთთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა და დღეს პორტუგალიის ეროვნულ გუნდს ოფიციალურად კეურუშის ასისტენტი ხელმძღვანელობს.

ოლივეირას მიერ გამოქვეყნებულ სიაში 18 ძირითადი მოთამაშეა და სამიც – სარეზერვო, ანუ, თუ თვრამეტეულიდან რომელიმე ფეხბურთელი ტრავმას მიიღებს, მისი შემცვლელი სარეზერვო სამეულიდან ერთ-ერთი
იქნება. კრიშტიანუ რონალდუს კი შესარჩევების გაცდენა მოუწევს – მადრიდის "რეალის" ვარსლვლავმა "მალიორკასთან" გუშინდელ მატჩში კოჭის სერიოზული ტრავმა მიიღო...

მეკარეები: ედუარდუ ("ჯენოა", იტალია), ბეტუ ("პორტუ");

მცველები: ბრუნუ ალვეში ("ზენიტი", რუსეთი), როლანდუ ("პორტუ"), მიგელი ("ვალენსია", ესპანეთი), რიკარდუ კარვალიუ ("რეალი", ესპანეთი), ნუნუ კოელიუ ("სპორტინგი"), სილვიუ ("ბრაგა");

ნახევარმცველები: მიგელ ველოზუ ("ჯენოა", იტალია), რაულ მეირელეში ("ლივერპული", ინგლისი), ფაბიუ კოენტრაუ ("ბენფიკა"), ტიაგუ ("ატლეტიკო", ესპანეთი), მანუელ ფერნანდეში ("ვალენსია", ესპანეთი), ჟოაუ მოუტინიუ ("პორტუ"), ნანი ("მანჩესტერ იუნაიტედი", ინგლისი);

თავდამსხმელები: დანი ("ზენიტი", რუსეთი), უგუ ალმეიდა ("ვერდერი", გერმანია), სილვესტრ ვარელა ("პორტუ");

სარეზერვოები: რუი პატრისიუ ("სპორტინგი"), პაულუ მაშადუ ("ტულუზი", საფრანგეთი), რიკარდუ კუარეშმა ("ბეშიქთაში", თურქეთი).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული