კალიტვინცევის პირველი გამოცდა

AutoSharing Option
ევრო-2012-ის ერთ-ერთი მასპინძელი უკრაინა საკვალიფიკაციო ტურნირისგან თავისუფალია და შესაბამისად, კონტინენტის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპამდე დარჩენილ პერიოდში ფონს ამხანაგური მატჩებით გავა. უკრაინელები მეორე მასპინძელ პოლონეთსა და ჩილეს გაეჯიბრებიან – შესაბამისად 4 და 7 სექტემბერს, ლოძსა და კიევში.

უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველ შეხვედრებს ჩაატარებს გადამდგარი მირონ მარკევიჩის ადგილზე დანიშნული იური კალიტვინცევი. მან ეროვნულ გუნდში ორ ახალწვეულს უხმო – ლვოვის "კარპატისა" და პოლტავის "ვორსკლას" ნახევარმცველებს, დენის კოჟანოვსა და დენის კულაკოვს. კოჟანოვი ქართველ გულშემატკივარს "ზესტაფონის" წინააღმდეგ ჩატარებული ჩინებული მატჩებიდან უნდა ახსოვდეს.

უკრაინელთა შემადგენლობაში
მისი ძველი ლიდერებიც მრავლად შემორჩნენ.

მეკარეები: ანდრეი პიატოვი (შახტიორი), ანდრეი დიკანი (ტერეკი);

მცველები: ვასილ კობინი, დმიტრი ჩიგრინსკი (ორივე – შახტიორი), ვიტალი მანძიუკი, ევგენი ჩებერიაჩკო (ორივე – დნეპრი), ტარას მიხალიკი, ევგენი ხაჩერიდი (ორივე – დინამო), ვლადიმირ პოლივოი (მეტალურგი ზ.), ალექსანდრ რომანჩუკი (მეტალისტი), არტიომ ფედეცკი (კარპატი);

ნახევარმცველები: ოლეგ გუსევი (დინამო), დენის კოჟანოვი, იგორ ხუდობიაკი (ორივე – კარპატი), ოლეგ კრასნოპოროვი, დენის კულაკოვი (ორივე – ვორსკლა), ალექსანდ ალიევი (ლოკომოტივი მ.), ანატოლი ტიმოშჩუკი (ბაიერნი), ალექსანდრ იაკოვენკო (ანდერლეხტი);

თავდამსხმელები: მარკო დევიჩი (მეტალისტი), არტიომ მილევსკი, ანდრეი შევჩენკო (ორივე – დინამო), ევგენი სელეზნიოვი (დნეპრი), ანდრეი ვორონინი (დინამო მ.).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული